მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 15:32

31. ასე რომ, უკვირდა ხალხს, როცა ხედავდა, რომ ლაპარაკობდნენ მუნჯნი, იკურნებოდნენ საპყარნი, დადიოდნენ კოჭლნი და ხედავდნენ ბრმანი: და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს.32. ხოლო იესომ მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: მეცოდება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა ჩემთან არიან და არაფერი აქვთ საჭმელი. არ მინდა, უზმოდ გავუშვა ისინი, რათა არ დაუძლურდნენ გზაში.33. უთხრეს მას მოწაფეებმა: სადა გვაქვს ამ უდაბნოში იმდენი პური, რომ მთელი ხალხი დავაპუროთ?
მათეს სახარება თავი 15
32. ხოლო იესომ მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: მეცოდება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა ჩემთან არიან და არაფერი აქვთ საჭმელი. არ მინდა, უზმოდ გავუშვა ისინი, რათა არ დაუძლურდნენ გზაში.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: მეწყალის ერი ესე, რამეთუ აწ ესერა სამი დღე არს, და მელიან მე და არარაჲ აქუს, რაჲმცა ჭამეს; და განტევებაჲ მათი უზმათაჲ არა მინებს, ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა“ (15,32).:

და პირველი რაჲ-იგი სასწაული ქმნა ხუთთა მათ პურთაჲ, ეგრეთვე პირველ მისა უძლურებანი იგი ერისანი განკურნნა, ვითარცა-ესე აწცა ქმნა: რაჟამს განკურნნა ბრმანი და ყრუნი და მკელობელნი და ღრეკილნი, მაშინღა საქმე ესე აწ აღმოკითხული აღასრულა. გარნა მაშინ მოწაფეთა ჰრქუეს: „განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი“, ხოლო აწ თავადი უფალი მოუწოდს აღსრულებად საქმისა ამის. რამეთუ ერნი იგი კურნებად უძლურებათა მათთა მოსრულ იყვნეს და ვერ იკადრებდეს თხოად პურისა, ხოლო სახიერმან მან და მოწყალემან მეუფემან არა უგულებელს-ყვნა, არამედ იღუაწნა იგინი წყალობით და ჰრქუა მოწაფეთა: „მეწყალის ერი ესე, რამეთუ აწ ესერა სამი დღე არს, და მელიან მე და არარაჲ აქუს, რაჲმცა ჭამეს; და განტევებაჲ მათი უზმათაჲ არა მინებს, ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა“.

ამისთჳს არა პირველსა მას დღესა, არცა მეორესა ქმნა სასწაული ესე, არამედ ოდეს სრულიად მოაკლდა საზრდელი, რაჲთა მათცა უმეტესითა სიხარულითა შეიწყნარონ, და ვერვინ თქუას, თუ იყო პური ერსა მას შორის. რამეთუ უმრავლესნი შორიელნიცა იყვნეს, ამისთჳს თქუა: „ნუუკუე...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
15:32-39 — ოთხი ათასის დაპურება:

32. ხოლო იესუ მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მეწყალის ერი ესე, რამეთუ აჰა ესერა სამი დღე არს, და მელიან მე და არარაჲ აქუს, რაჲმცა ჭამეს; და განტევებაჲ მათი უზმთაჲ არა მნებავს, ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა. - ხალხმა, რომელიც განსაკურნებლად იყო მოსული, პურის თხოვნა ვერ გაბედა. მაგრამ უფალმა, ვითარცა კაცთმოყვარემ, ამაზე თვითონ იზრუნა. ვინმეს რომ არ ეთქვა, საგზალი ჰქონდათო, უფალი ამბობს: კიდევაც რომ ჰქონოდათ გაუთავდებოდათ, რადგან უკვე სამი დღეა, აქ არიანო. სიტყვებით: ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა აჩვენებს, რომ მოსულები შორიდან იყვნენ. ამას მოწაფეებს ეუბნება, რათა მათ სურვილი აღუძრას მისთვის თქმისა: შენ შეგიძლია, ვითარცა ის ხუთიათასი, ესენიც დააპურო, - მაგრამ მოწაფენი ჯერ კიდევ უგუნურნი იყვნენ.

33. ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: ვინაჲ არს ჩუენდა უდაბნოსა ზედა პური ესოდენი, ვითარმცა განძღა ერი ესოდენი? - თუმცა მათ უნდა ხსომებოდათ, რომ იესომ მრავალი ადამიანი უდაბნოში ადრეც დააპურა, მაგრამ უგრძნობელნი იყვნენ. ამიტომ, როცა შემდეგ შენ მათ ესოდენ დიდი სიბრძნით აღვსილებს იხილავ, გიკვირდეს ქრისტეს მადლისა.

34-38. ჰრქუა მათ იესუ:...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის