თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან მათ ისწრაფეს გამოჩინებად მოწაფეთა გარდამავალად შჯულისა, ამხილებს უფალი, ვითარმედ თქუენ ხართო და მღდელთმოძღუარნი თქუენნი გარდამავალ და შეურაცხმყოფელ შჯულისა, ხოლო მოწაფენი ჩემნი უბრალო არიან; რამეთუ არა შჯული არს მოძ-ღურებაჲ თქუენი, არამედ ცუდისმეტყუელება. ხოლო გნებავს თუ ხილვად, ვინ არს გარდამავალ შჯულისა, თავნი თქუენნი იხილენით, ვითართა მოძ-ღურებათა ჰმოძღურით. ხოლო სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს: უმოძღურიდეს უღირსნი იგი მღდელნი და ფარისეველნი ჭაბუკთა მიზეზითა ღმრთისმსახურებისაჲთა შეურაცხ-ყოფად მამა-დედათა ესევითარითა სახითა: უკუეთუმცა ვინ მშობელთაგანმან ჰრქუა ძესა თჳსსა: მომეც ცხოვარი ეგე, რომელ გაქუს, ანუ ზუარაკი, ანუ სხუაჲ რაჲმე ესევითარი, მიუგის ძემან მან და ჰრქჳს: ძღუნად ღმრთისა განმიწესებიეს ეგე, რომელი შენ აწ გნებავს სარგებელად შენდა მიღებად ჩემგან და დაყენებად შესაწირავსა მას ღმრთისასა, არამედ ესე არა ჴელ-გეწიფების აღებად. და ამის გამო ორი ბოროტი იქმნის: არცა ღმრთისა შეწირიან და მშობელთა თჳსთა არა მისციან მიზეზითა მით ძღუნისა და შესაწირავისაჲთა, შეურაცხყვნიან მშობელნი მიზეზითა...
მათეს სახარება 15:6
5. ხოლო თქვენ ამბობთ: ყველა, ვინც ეტყვის თავის მამას ან დედას: ღმერთს ვწირავ იმას, რითაც შემეძლო შენ შეგწეოდი, -6. პატივს არა სცემს არც მამას და არც დედას; და ამრიგად, თქვენი ჩვეულებით არღვევთ ღმრთის მცნებას.7. თვალთმაქცნო, მართლად იწინასწარმეტყველა თქვენთვის ესაიამ, რომელმაც თქვა:
მათეს სახარება თავი 15