თ ა რ გ მ ა ნ ი: დღითი-დღე აღორძნდებოდა მათ შორის გულისჴმისყოფაჲ და მეცნიერებაჲ. ამისთჳსცა კეთილად გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ „იოვანეს ნათლისმცემელისათჳს ჰრქუა მათ“. რამეთუ მოიჴსენეს სიტყუაჲ მისი, რომელი სხუასა ადგილსა ჰრქუა მათ, ვითარმედ: „იგი არს ელია, რომელი მომავალ არს“, ვითარმედ იოვანე მსგავს არს მომავალისა მის ელიაჲსა. ხოლო ესე ნუ ცთომილად ვის ჰგონიეს სიტყუაჲ, რომელ ოდესმე იტყჳს, ვითარმედ: „ელია მოვიდეს“, და კუალად იტყჳს: „ელია აწვე მოვიდა“. რამეთუ ოდეს თქუას, თუ: „ელია მოვიდეს და კუალადაგოს ყოველი“, ელიას თეზბელსა იტყჳს; ხოლო ოდეს თქუას, თუ: „ელია აწვე მოვიდა“, იოვანეს იტყჳს ნათლისმცემელსა, რომელსაცა ერთობისა მისთჳს მსახურებისა ელიად სახელ-სდებს. ესე იგი არს, ვითარცა იგი მეორისა მის მოსლვისა ყოფად არს წინამორბედ, ეგრეთვე ესე პირველისა ამის იქმნა წინამორბედ. და კუალად, რაჲთა ამით სახითა აჩუენოს, ვითარმედ ახალი ესე შჯული და ძუელი ერთსა ზედა ქადაგებასა ურთიერთას ეწამებიან. ამისთჳს იტყჳს: „ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რავდენი უნდა“. ესე იგი არს: საპყრობილედ...
მათეს სახარება 17:13
12. მაგრამ გეუბნებით თქვენ: ელია უკვე მოვიდა, და ვერ იცნეს იგი, არამედ როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ. იგივე ტანჯვა ელის მათგან კაცის ძესაც.13. მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდა მათ.14. როდესაც ხალხთან მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა, მუხლი მოიყარა მის წინაშე
მათეს სახარება თავი 17