მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 17:16

15. და უთხრა: უფალო! შეიწყალე ჩემი ძე: მთვარეულია და საშინლად იტანჯება, ვინაიდან ხშირად ცეცხლში და ხშირად კიდევ წყალში ვარდება.16. მივუყვანე შენს მოწაფეებს, მაგრამ ვერ განკურნეს იგი.17. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ო, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ: როდემდის ვიქნები თქვენთან? როდემდის მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ.
მათეს სახარება თავი 17
16. მივუყვანე შენს მოწაფეებს, მაგრამ ვერ განკურნეს იგი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ჰკითხვიდეს მას მოწაფენი და ეტყოდეს: ვი-თარ იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ?“ (17,10).

სიტყუაჲ ესე საცნაურ იყო ერსა მას შორის ჰურიათასა და მიმოიქადაგებოდა ქრისტესთჳსცა და ელიაჲსთჳს ყოველთა შორის. ამისთჳს სამარიტელიცა იგი მეცნიერ იყო სიტყუასა ამას და იტყოდა: „ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მიმითხრას ჩუენ ყოველი“. და კუალად ჰურიანი ეტყოდეს იოვანეს: „ელია ხარა შენ ანუ წინაჲსწარმეტყუელი იგი?“ უწყებულ იყო უკუე სიტყუაჲ ესე ქრისტეს მოსლვისაჲ და ელიაჲსთჳსცა, ვითარცა ვთქუ, გარნა არა ჯეროვნად გამოი-თარგმანებოდა მწიგნობართა მათ მიერ. რამეთუ წერილნი ორთა მოსლვა-თა იტყჳან ქრისტესთა: ამას, აწ აღსრულებულსა, და მეორესა მას დიდებით მოსლვასა, ვითარცა-იგი პავლე მოციქული ქადაგებს და იტყჳს: „გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყოველთა კაცთა, სამოძღურებელად ჩუენდა, რაჲთა უარ-ვყოთ უღმრთოებაჲ და სოფლისა გულისთქუმაჲ, სიწმიდით და სიმართლით და ღმრთისმსახურებით...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
17:14-18 — მთვარეული ყრმის განკურნება:

14-15. და ვითარცა მოვიდეს იგინი ერისა მის, მოუჴდა მას კაცი ერთი, მუჴლნი დაიდგინა მის წინაშე და ეტყოდა: უფალო, შეიწყალე ძე ჩემი, რამეთუ ცისად-ცისად ბოროტად იგუემების, რამეთუ მრავალ-გზის შთავარდის იგი ცეცხლსა და მრავალ-გზის წყალსა. - გამომდინარე სიტყვებიდან, რომელთაც ქრისტე ამ კაცის მისამართით ამბობს - ჰოჲ ნათესავი ურნმუნო - და ბრალდებიდან, რომელსაც მოწაფეებს უყენებს, ჩანს, რომ იგი ფრიად ურწმუნო ყოფილა. მიზეზი ავადობისა არა მთვარე, არამედ დემონი იყო, რომელიც მთვარის აღვსებას უცდიდა და მაშინ დაეცემოდა ხოლმე სნეულს, რათა ქმნილება ღმრთისა, ვითარცა ბოროტი, დაეგმოთ. ხოლო შენ მოიაზრე, რომ ყოველი უგუნური, წმინდა წერილის მიხედვით, მსგავსად მთვარისა, იცვლება, ხან სათნოებით განდიდებულად წარმოგვიდგება და ხან რისხვისა და გულისთქმის ცეცხლში ვარდება, ხან კიდევ წყალში - ტალღათა შინა, ცხოვრების მრავალთა საზრენავთა, სადაც ლევიათანი - ეშმაკი მკვიდრობს. ანუ იგი წყალთა ზედა მეფობს. განა ტალღებს არ ჩამოჰგავს მდიდართა მუდმივი საზრუნავები?

16-18. და მოვჰგუარე იგი მოწაფეთა შენთა, და ვერ შეუძლეს განკურნებად მისა. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ ნათესავი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის