მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 17:4

3. და, აჰა, მოევლინენ მათ მოსე და ელია, იესოსთან მოსაუბრენი.4. და უთხრა პეტრემ იესოს: უფალო, რა გვიჯობს აქ ყოფნას? თუ გნებავს, გაგიკეთებთ სამ კარავს: ერთს შენ, ერთს მოსეს და ერთსაც ელიას.5. სიტყვის დასრულება ვერც კი მოასწრო, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა ჩრდილით დაბურა ისინი. და გაისმა ხმა ღრუბლით რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. მას უსმინეთ.
მათეს სახარება თავი 17
4. და უთხრა პეტრემ იესოს: უფალო, რა გვიჯობს აქ ყოფნას? თუ გნებავს, გაგიკეთებთ სამ კარავს: ერთს შენ, ერთს მოსეს და ერთსაც ელიას.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა?“ (17,4).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან პირველ ამისა ასმიოდა, ვითარმედ ჯერარს აღსლვაჲ იერუსალჱმდ და ვნებაჲ უფლისაჲ მღდელთმოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა ერისათა, აქუნდა შიში იგი გულსავე თჳსსა, დაღაცათუ შეჰრისხნა მას უფალმან და მრავლით კერძო უჩუენა სარგებელი დიდებულისა მის განგებისაჲ, არამედ იგი მწუხარევე იყო და შეძრწუნებულ ვნებისათჳს უფლისა. ამისთჳს, იხილა რაჲ მთასა მას ზედა ესევითარი დიდებაჲ, ენება, რაჲთამცა ყოვლადვე მუნ იყვნეს და არამცა წარვიდეს იერუსალჱმდ. ხოლო დაღაცათუ ცხადად ვერღარა იკადრებდა თქუმად, თუ: ნუ აღვალთ იერუსალჱმდ, არამედ რეცა სხჳთა მიზეზითა ეტყჳს ამას ესევითარითა გულისსიტყჳთა, რაჲთამცა მარადის მუნ იყვნეს, და არღარამცა აქუნდა შიში მღდელთმოძღუართაგან ანუ ფარისეველთა, არცა იჭჳ მოკლვისა მისისაჲ. ამისთჳს თქუა: „კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ“, რამეთუ იხილა მოსე, რომელი ნისლსა შევიდა და ღმრთისა მიმართ ზრახვიდა, და ელია, რომელმან ცეცხლი გარდამოიყვანა ზეცით მთასა მას ზედა და უშჯულონი იგი დაწუა, და ენება, რაჲთამცა მარადის მუნ იყვნეს მათ თანა, და არავისგან აქუნდა შიში.

იხილეა მჴურვალებაჲ სიყუარულისა მისისაჲ ქრისტეს მიმართ? რამე-თუ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
17:4-5 — პეტრეს სიტყვა და მამის ხმა:

4. მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. და, თუ გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა. - პეტრე, რომელსაც იმის გამო, რომ ძლიერ უყვარდა, უნდოდა ქრისტეს ტანჯვა არ განეცადა, ეუბნება: კარგი იქნება, თუ აქ დავრჩებით, არ წავალთ და არ მოგკლავენო, რადგან აქ კიდევაც რომ ვინმე მოვიდეს, შემწეებად მოსე და ელია გვეყოლებაო. მოსემ ხომ ეგვიპტელებზე გაიმარჯვა, ხოლო ელიამ ცეცხლი ზეციდან მიიღო. ამგვარად, უკეთუ მტრები აქ მოგვაკითხავენ, ისინი ხომ მაშინაც ასეთნი იქნებიანო. ამას იგი დიდი შიშისა გამო ამბობს, ისე, რომ, როგორც ლუკა შენიშნავს, არც იცოდა, რას ამბობდა. იგი ან უჩვეულო სანახაობამ განაცვიფრა, ან თავისი ნათქვამისა მართლაც არ ესმოდა, რადგან სურდა იესო მთაზე დარჩენილიყო, არ წასულიყო, და ჩვენთვის ტანჯვა არ განეცადა. მაგრამ ეშინოდა რა თვითრჯულად არ წარმოჩენილიყო, ამასაც ეუბნება: თუ გნებავს.

5. და ვიდრეღა იგი ამას იტყოდა, აჰა ესერა ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობდა მათ, და აჰა ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ. - შენ პეტრე...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის