თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად სხუასა პირსა შემოიღებს გამოჩინებად და სწავლად, ვითარმედ არავისი ჯერ-არს უგულებელს-ყოფაჲ. რამეთუ ზემო თქუა: „ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ყოს ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა“. ამით სიტყჳთა გამოაჩინა, თუ რაოდენი თანაგუაც პატივი და არზანიგი მოშიშთა ღმრთისათაჲ, ხოლო აწ კუალად ამას გამოაჩინებს, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: რად ვიტყჳ წმიდათა და ღმრთისმოყუარეთა კაცთათჳს? არცა თუ ვინმე უდებებასა შინა რასმე იხილო, გიჴმს შეურაცხებაჲ, რამეთუ მე, შემოქმედი ესე ყოველთაჲ, მოვედ ნებითა მამისაჲთა მოძიებად წარწყმედულთა. აწ უკუე რომლისა მე ძიებად მოვედ, შენ, კაცო, ვითარ შეურაცხ-ჰყოფ? ოდეს თქუას, თუ: „მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად წარწყმედულისა“, ჯუარ-ცუმასა თჳსსა იტყჳს და სხუასა ყოველსავე, რომელი ჩუენთჳს თავს-იდვა, ვითარცა პავლე მოციქული ამისვე სიტყჳსა ძალსა მოასწავებს და იტყჳს, ვითარმედ: „ეკრძალე, რაჲთა არა წარწყმდეს ძმაჲ იგი უძლური შენითა მით მეცნიერებითა, რომლისათჳს ქრისტე მოკუდა“. (1 კორ. 8, 9,11) ამის უკუე სიტყჳსა...
მათეს სახარება 18:11
10. ეკრძალეთ, ნუ შეურაცხყოფთ ნურცერთ ამ მცირეთაგანს, რადგანაც გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ცაში თვალს არ აშორებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს.11. რადგან ძე კაცისა მოვიდა, რათა იხსნას დაკარგულნი.12. როგორ გგონიათ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი მათგანი დაეკარგოს, განა არ მიატოვებს მთაში ოთხმოცდაცხრამეტს, და არ წავა დაკარგულის საძებნად?
მათეს სახარება თავი 18