თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რავდენითა სახითა ესწრაფის მოყვანებად ჩუენდა სიყუარულად და მოღუაწებად უდარესთა ძმათასა? აწ უკუე ნუ იტყჳ, საყუარელო, ესე ვინმე უნდოჲ არს, და იგი ვინმე გლახაკ არს და შეურაცხ, და უგულებელს-ჰყოფ ძმათა შენთა. რამეთუ უფალმან ჩუენმან და მეუფემან გჳბრძანა ყოვლით კერძო ზუაობისა განდევნაჲ. ამისთჳს ყრმაჲ წარმოადგინა და თქუა: „რომელი არა იქმნას, ვითარცა ყრმაჲ, ვერ შევიდეს სასუფეველსა“; და კუალად თქუა: „რომელმან შეიწყნაროს ყრმაჲ ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნაროს. და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი, დიდად დაისაჯოს“. და არა კმა-ყო იგავი იგი წისქჳლისაჲ, არამედ ვაებაჲცა მისცა ესევითართა მათ ამპარტავანთა და დამაბრკოლებელთა, რამეთუ იგინი არიან მომპოვნებელნი საცთურთანი, და მათი ბრძანა მოკუეთაჲ, დაღაცათუ მეგობარ ჩუენდა იყვნენ. ხოლო აწ კუალად თჳსი იგი ვნებაჲ აჴსენა და წარწყმედულთა ძიებისათჳს სიკუდილი, და იგავი ესე წარმოგჳთხრა მწყემსისა მის კეთილისაჲ, რომელმან დაუტევის ოთხმეოცდაათცხრამეტი და ძიებად...
მათეს სახარება 18:13
12. როგორ გგონიათ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი მათგანი დაეკარგოს, განა არ მიატოვებს მთაში ოთხმოცდაცხრამეტს, და არ წავა დაკარგულის საძებნად?13. და თუ მოხდა ისე, რომ იპოვა, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას უფრო მეტად შეჰხარის, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტს, რომლებიც არ დაჰკარგვია.14. ასევე არ ნებავს ჩემს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანი.
მათეს სახარება თავი 18