თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ ყოვლით კერძო დაამტკიცებს სიყუარულსა? რამეთუ პირველ თქუა სატანჯველი იგი მოწევნადი ძჳრისმოჴსენეთა და მეშფოთეთა ზედა, ხოლო აწ იტყჳს, თუ ვითარსა კეთილსა ღირს იქმნებიან მუშაკნი იგი მშჳდობისა და სიყუარულისანი. რამეთუ რაჲმცა იყო ამისა უდიდებულეს, რომელ-იგი სიყუარულითა საღმრთოჲთა შეთქუმულნი ყოველსავე სათხოელსა მათსა მოიღებენ მამისა მიერ ზეცათაჲსა და ქრისტე აქუს შორის მათსა. გარნა ვითარ არს სიტყუაჲ ესე? არა მრავალნი არიანა ქუეყანასა ზედა ურთიერთას შეთქუმულნი? ვითარ უკუე არა მოეცემიან ყოველნივე თხოანი მათნი? ესე ამისთჳს იქმნების: ანუ არა უმჯობესი ითხოიან (და რად გიკჳრს, უკუეთუ სხუათა შეემთხჳოს ესე, ვინაჲთგან პავლეს შეემთხჳა, ოდეს-იგი ესმა: „კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“ ), ანუ არა ღირს იყვნიან მათ თანა შერაცხვად, რომელთა მიმართ ესე სიტყუაჲ ითქუა, არცა რას ნაყოფსა საღმრთოჲსა სიყუარულისასა აჩუენებდიან. ხოლო იგი ესევითარსა ეძიებს შეთქუმულობასა, ვითარი მას სათნო-უჩნს. ამისთჳს ესრეთ თქუა: „უკუეთუ ორნი თქუენგანნი...
მათეს სახარება 18:19
18. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც შეკრავთ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, და რასაც დახსნით მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც.19. კვლავ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ამ ქვეყნად და ერთად ითხოვს რასმე, მაშინ, რასაც უნდა ითხოვდნენ, მიეცემათ ჩემი ზეციერი მამისგან.20. რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის.
მათეს სახარება თავი 18