მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 18:25

24. და როცა ანგარიშსწორება დაიწყო, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც მისი ათი ათასი ტალანტი ემართა.25. და რაკი გადახდის თავი არ ჰქონდა, მისმა მეფემ ბრძანა, გაეყიდათ ისიც, მისი ცოლიც, მისი შვილებიც, მთელი მისი სარჩო-საბადებელიც და ვალი დაეფარათ.26. დაემხო მონა, თაყვანი სცა და უთხრა: შემიბრალე, მეფეო, და მთელ ვალს გადაგიხდი.
მათეს სახარება თავი 18
25. და რაკი გადახდის თავი არ ჰქონდა, მისმა მეფემ ბრძანა, გაეყიდათ ისიც, მისი ცოლიც, მისი შვილებიც, მთელი მისი სარჩო-საბადებელიც და ვალი დაეფარათ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და წარმოუდგინეს მას ერთი თანამდები ბევრისა შან-თისაჲო. და ვითარ არაჲ აქუნდა მას, რაჲმცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსყიდაჲ ცოლისა მისისაჲ და შვილთა მისთაჲ და რაჲცა აქუნდა მას, და გარდაჴდად იგი“ (18,24-25).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოვლით კერძო საშინელ-ჰყოფს იგავსა მას. ხოლო რაჲსათჳს მეუფე იგი ბრძანებს ცოლისა და შვილთა განსყიდად, რამეთუ იგინიცა მონანი მისნი იყვნეს, და მისა მივიდოდა დაჭირვებაჲ? არა თუ უწყალოებისაგან ბრძანა ესე, არამედ ფრიადისა სახიერებისაგან, რამეთუ ენება შეშინებად მისა, რაჲთა მოვიდეს ვედრებად მისა, და მიანიჭოს მას წყალობაჲ. ხოლო რაჲსათჳს პირველ სიტყჳს განგებისა არა ქმნა ესე? ამის-თჳს, რაჲთა უჩუენოს მას, თუ რაოდენთა თანანადებთაგან განათავისუფლა იგი, და ამით სახითა ექმნას იგიცა მოყუასსა თჳსსა მოწყალე. ისმინე უკუე შემდგომიცა სიტყუაჲ სახარებისაჲ:

მათეს სახარების განმარტება - თავი XVIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
18:23-35 — იგავი უწყალო მოვალისა:

23. ამისთჳს ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყჳსა განგებაჲ მონათა თჳსთა თანა. - შინაარსი ამ იგავისა გვასწავლის, რომ ჩვენც მიუტევოთ მოყვასთ, რომელნიც ჩვენს წინაშე სცოდავენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მიტევებას მუხლებზე დაცემულნი ითხოვენ. გამოწვლილვით გამოკვლევა ამ იგავისა, მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც ქრისტეს გონება აქვს, მაგრამ გავკადნიერდეთ და ჩვენც შევეცადოთ. სასუფეველი ღმრთის სიტყვაა, მაგრამ არა რაღაც მცირეთა, არამედ ცათა და მსგავსია მეუფისა, რომელიც ჩვენთვის განხორციელდა და კაცის მსგავსად იქმნა. იგი ანგარიშს იბარებს თავისი მონებისაგან, რათა ისინი კეთილად განსაჯოს, სამსჯავროს გარეშე კი არავის სჯის, რადგანაც ეს სისასტიკე იქნებოდა.

24-25. და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანა-მდები ბევრისა ტალანტისაჲ. და ვითარ არარაჲ აქუნდა მას, რაჲმცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსყიდაჲ ცოლისა მისისაჲ და შვილთა მისთაჲ და რაჲცა აქუნდა მას, და გარდაჴდად იგი. - ჩვენც ბევრეული (ათიათასი) ტალანტი გვმართებს, რადგან მადლს ყოველდღე ვიღებთ, სანაცვლოდ კი ღმერთს არანაირ სიკეთეს არ მივაგებთ. ბევრეული ტალანტი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის