ზედაჲსზედა განეშორებოდა ჰურიასტანსა შურისათჳს მათისა და მივიდოდა გალილეას, რაჲთა ერმან მან, მსხდომარემან ბნელსა, იხილონ ნა-თელი. ხოლო აწ, ვინაჲთგან მოახლებულ იყო ჟამი ცხოელსმყოფელისა მის ვნებისა მისისაჲ, „მივიდა საზღვართა ჰურიასტანისათა... და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგინი“. ოდესმე სიტყჳთა სწავლიდა და ოდესმე სასწაულთა აღასრულებდა, რაჲთა სასწაულთა მიერ სარწმუნო იყოს მოძღურებაჲ მისი, ხოლო მოძღურებისაგან აღემატებოდის სარგებელი იგი სასწაულთაჲ. ესე იგი არს, რაჲთა ღმრთისმეცნიერებად მოვიდენ. ხოლო მოციქულთა საქმე იხილე, ვითარ შემოკლებულითა სიტყჳთა ურიცხუთა მათ სასწაულთა თანაწარჰჴდებიან, რამეთუ აჰა ესერა მახარებელმან არა აჴსენა კაცად-კაცადი განკურნებულთა მათგან, არამედ ერთბამად აჴსენა, ვითარმედ: „მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგინი“, რომელნიმე ჴორციელთა სენთაგან და რომელნიმე სულიერთა. რამეთუ კურნებაჲ იგი უძლურთაჲ სხუათა მიზეზ ღმრთისმეცნიერებისა იქმნებოდა; გარნა მწიგნობარნი და ფარისეველნი უცხო იყვნეს მადლისა მისგან, რამეთუ უფროჲსღა შურითა შეიწუებოდეს. ამისთჳსცა იტყჳს მახარებელი:
მათეს სახარება 19:2
1. როცა იესომ დაასრულა ეს სიტყვები, წამოვიდა გალილეიდან და მივიდა იუდეის მხარეში, იორდანეს გაღმა.2. თან მისდევდა დიდძალი ხალხი, და იქ განკურნა ისინი.3. მაშინ საცდუნებლად მიუახლოვდნენ ფარისევლები და უთხრეს: აქვს თუ არა ნება კაცს, ყოველგვარი მიზეზით გაუშვას ცოლი?
მათეს სახარება თავი 19