📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო, ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, წარვიდა გალილეაჲთ და მივიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ იორდანესა. და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგინი მუნ“ (19,1-2).
ზედაჲსზედა განეშორებოდა ჰურიასტანსა შურისათჳს მათისა და მივიდოდა გალილეას, რაჲთა ერმან მან, მსხდომარემან ბნელსა, იხილონ ნა-თელი. ხოლო აწ, ვინაჲთგან მოახლებულ იყო ჟამი ცხოელსმყოფელისა მის ვნებისა მისისაჲ, „მივიდა საზღვართა ჰურიასტანისათა... და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგინი“. ოდესმე სიტყჳთა სწავლიდა და ოდესმე სასწაულთა აღასრულებდა, რაჲთა სასწაულთა მიერ სარწმუნო იყოს მოძღურებაჲ მისი, ხოლო მოძღურებისაგან აღემატებოდის სარგებელი იგი სასწაულთაჲ. ესე იგი არს, რაჲთა ღმრთისმეცნიერებად მოვიდენ. ხოლო მოციქულთა საქმე იხილე, ვითარ შემოკლებულითა სიტყჳთა ურიცხუთა მათ სასწაულთა თანაწარჰჴდებიან, რამეთუ აჰა ესერა მახარებელმან არა აჴსენა კაცად-კაცადი განკურნებულთა მათგან, არამედ ერთბამად აჴსენა, ვითარმედ: „მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგინი“, რომელნიმე ჴორციელთა სენთაგან და რომელნიმე სულიერთა. რამეთუ კურნებაჲ იგი უძლურთაჲ სხუათა მიზეზ ღმრთისმეცნიერებისა იქმნებოდა; გარნა მწიგნობარნი და ფარისეველნი უცხო იყვნეს მადლისა მისგან, რამეთუ უფროჲსღა შურითა შეიწუებოდეს. ამისთჳსცა იტყჳს მახარებელი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ მოუჴდეს მას ფარისეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა განტევებაჲ ცოლისა თჳსისაჲ ყოვლისათჳს ბრალისა?“ (19,3).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ დიდი ესე უგუნურებაჲ და სიცოფე! ესოდენი სახენი ძლიერებისა მისისანი ეხილვნეს და კუალადღა ჰგონებდეს ძიებითა ამით მრავლითა ცთუნებად ანუ ძლევად მისა. ოდესმე იტყოდეს შაბათისათჳს; კუალად გმობაჲ დასწამეს; კუალად ჰრქუეს, ეშმაკი არსო შენ თანა; კუალად წინააღუდგეს, რაჟამს ყანობირსა წარჰვლიდა და ოდეს მოწაფენი უბანელითა ჴელითა ჭამდეს; და ყოველსავე ზედა დაუყვნა ურცხჳნონი იგი პირნი მათნი. და ეგრეთცა არავე დასცხრებოდეს გამოცდად მისა, რამეთუ ესრეთ არს უკეთურებაჲ, მარადის ურცხჳნო და ცხარ.
იხილეთ უკუე კითხვისაცა მათისა უკეთურებაჲ! არა ჰრქუეს, თუ: პირველ ამისა ჰბრძანე არა განტევებად ცოლისა გარეშე სიტყჳსა სიძვისა, ვითარ უკუე სთქუ სიტყუაჲ იგი? არამედ ვითარმცა ყოვლადვე არა ასმიოდა, ესრეთ იტყჳან, რომელ ჰგონებდეს, თუ მიჰვიწყდებოდის სიტყუაჲ იგი თჳსი, და მზა იყვნეს, რაჲთა უკუეთუ თქუას, თუ ჯერ-არს განტევებაჲ, ჰრქუან მას, თუ: შენვე პირველ სთქუ, ვითარმედ: „არა ჯერ-არს“,1 და აწ ვითარ იტყჳ, თუ ჯერ-არს? ხოლო უკუეთუ თქუას პირველისა მისებრვე სიტყჳსა, ვითარმედ: „არა ჯერ-არს განტევებაჲ“, წინაუყონ მას სჯული მოსესი და დასწამონ, ვითარმედ: შჯულსა წინააღუდგები. ხოლო თავადმან არა ჰრქუა, თუ: „რაჲსა გამომცდით მე, ორგულნო?“2 ვითარ-იგი სხუასა ადგილსა. ესე ამისთჳს, რაჲთა ძლიერებასა თჳსსა თანა სიმშჳდეცა აჩუენოს, რამეთუ არცა მარადის დუმს, რაჲთა ვერ თქუან, თუ გულისზრახვანი მათნი დაეფარვიან მას; არცა მარადის ამხილებს, რაჲთა გუასწაოს ჩუენ სულგრძელებაჲ. ისმინეთ უკუე სიტყუაჲ უფლისაჲ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა იგინი? და თქუა: ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც, ვითარმედ არღარა არიან იგინი ორ, არამედ ერთ ჴორც. რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს“ (19,4-6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ სიბრძნე იგი ყოვლადბრძნისაჲ მის. ჰკითხეს მათ: „უკუეთუ ჯერ-არსა კაცისა განტევებაჲ ცოლისა თჳსისაჲ?“ ხოლო თავადმან არა ჰრქუა მეყსეულად, თუ: არა ჯერ-არს, რაჲთა არა ამბოხებაჲ ქმნან, არამედ ეტყჳს პირველად მოსეს მიერ აღწერილსა ბრძანებასა ღმრთისასა, რაჲთა მათ ვერღარა თქუან, თუ: წინააღუდგები მოსეს. ეტყჳს უკუე, ვითარმედ: „არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი? და თქუა: ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც“.3 საცნაურ არს უკუე, ვითარმედ ერთისა მისდა შეერთებად განწესებულ არს. ხოლო უკუეთუმცა ენება ერთისა დატევებაჲ და კუალად სხჳსა შერთვაჲ, ერთიმცა მამაკაცი შეექმნა და მრავალნი დედანი. ხოლო აწ სახითა მითცა დაბადებისაჲთა და სიტყჳთა მითცა განჩინებისაჲთა გამოაჩინა, ვითარმედ ესრეთ ჯერ-არს, რაჲთა ერთი მამაკაცი ერთსა დედაკაცსა შეეყოს მარადის.
აწ უკუე „რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებნ“. ესე იგი არს: ნუ იკადრებთ ბრძანებასა ღმრთისასა დაჴსნად და იტყჳთ, რაჲთა ოდესცა ვის ენებოს, დაუტეოს ცოლი თჳსი და სხუაჲ იქორწინოს. ხოლო მოსეს თუ წინამიყოფთ მე, ღმერთსა და მეუფესა ყოველთასა, გი-ჩუენებ, ვითარმედ ესრეთ უბრძანებიეს, რამეთუ: „რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი“. დაღაცათუ შჯული ესე გიჩნს, თუ ჩემ მიერ აწ ითქუმის, გარნა დასაბამითგან არს, რამეთუ თქუა პირველითგან, ვითარმედ: „ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დე-
1 შდრ. მათ. 5,32. 2 მათ. 22,18. 3 შდრ. დაბ. 2,21-24.
დაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა“; და მეყსეულად შესძინა, ვითარმედ: „იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც“. ვინაჲთგან უკუე დასაბამითგან საქმით და სიტყჳთ განჩინებული წესი მიუთხრა, აწ კეთილად გამოუთარგმანებს და იტყჳს: „ვითარმედ არღარა არიან იგინი ორ, არამედ ერთ ჴორც. რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებნ“. რამეთუ ნანდჳლვე უჯერო არს და გარეგან ბუნებისა განშორებაჲ მეუღლეთაჲ და სხჳსა შერ-თვაჲ, და გარდასლვაჲ არს ესე შჯულისაჲ.
ამათ სიტყუათა ზედა ჯერ-იყო მათდა დადუმებაჲ და სარწმუნოებით შეწყნარებაჲ სიტყჳსაჲ მის, გარნა უკეთურნი იგი უფროჲსად მოსწრაფე იყვნეს, რაჲთამცა ერისკრება-ყვეს მის ზედა; რამეთუ ჰურიათა შორის არა იყო კრძალვაჲ ამის საქმისაჲ, არამედ ოდესცა ვის ენების, დაუტევის ცოლი თჳსი და სხუაჲ შეირთის. ამისთჳს ეტყჳან უფალსა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსათჳს უკუე მოსე ამცნო წიგნი განტევებისაჲ მიცემად და განტევებად? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ, რამეთუ: მოსე გულფიცხელობისა თქუენისათჳს გიბრძანა განტევებაჲ ცოლთა თქუენთაჲ, ხოლო დასაბამითგან არა ეგრე იყო“ (19,7-8).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არა დაუტევა სახიერმან მან მოსე ბრალობასა შინა, არამედ მიუთხრა მიზეზი სიტყჳსა მისისაჲ, რამეთუ მას თავადსა ებრძანა მოსესა ესევითარისა მის შჯულისა დადებად; ამისთჳს მიზეზი და ბრალი საქმისაჲ მის თავსა ზედა ჰურიათასა დაკრიბა, ვითარმედ „გულფიცხელობისათჳს თქუენისაო გიბრძანა მოსე განტევებაჲ ცოლთა თქუენთაჲ“, რაჲთა არა მკლველ იქმნეთ მეუღლეთა თქუენთა. ამისთჳს ესრეთ თქუა, რაჲთა არა უძჳრესსა ბრალსა შთასცჳვეთ, ხოლო დასაბამითგან არა იყო ესე წესი; ამით ცანთ, რამეთუ უკეთურებისა და გულფიცხელობისათჳს თქუენისა თქუა მოსე მიცემად წიგნი განტევებისაჲ და განტევებად ცოლთა თქუენთა, ვითარცა სხუასა ადგილსა განმარტებაჲ ამის სიტყჳსაჲ გჳთქუამს. ხოლო აწ ისმინეთ შემდგომიცა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გეტყჳ თქუენ, რამეთუ: რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიძვისა და სხუაჲ შეირთოს, იმრუშებს; და რომელმან განტევებული შეირთოს, იმრუშებს“ (19,9).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ყოვლით კერძო პირი დაუყო მათ, ჴელმწიფებით აწ ბრძანებს, ვითარმედ: თჳნიერ სიძვისა სხჳსა რაჲსმე მიზეზისათჳს განტევებაჲ ცოლისაჲ და სხჳსა შერთვაჲ მრუშება არს და ყოვლადვე უჯერო. რამეთუ შჯულმან მოსესმან ფრიადისა მის უკეთურებისათჳს ჰურიათაჲსა თქუა განტევებაჲ ცოლისაჲ ყოვლისავე ბრალისათჳს, რაჲთა არა მკლველ მეუღლეთა თჳსთა იქმნენ, და განტევებაჲ ჴელისწერილითა, რაჲთა არღარა ჴელ-ეწიფებოდის შერთვად მისა, და იქმნას დაუცხრომელი უშჯულოებაჲ; ხოლო ქრისტე ბრძანებს მეძვისა განშორებად, რაჲთა არა განრყუნილებაჲ იქმნას ნათესავისაჲ. ხოლო სხჳსა რომლისავე მიზეზისათჳს დატევებად ცოლისა და სხჳსა შერთვად არა შეუნდობს, არამედ გინა თუ უძლურებაჲ შეემთხჳოს ჴორციელი, გინა თუ მრისხანე იყოს, გინა თუ გონებაცთომილ, ანუ სხუაჲ რაჲმე ნაკლულევანებაჲ სჭირდეს, ყოვლისავე თავსდებაჲ ჯერ-არს და განმართებაჲ, არა თუ განშორებაჲ და სხჳსა შერთვაჲ, რამეთუ ესე უჯეროება არს, ვითარცა მოციქული წამებს, ვითარმედ: „ცოლი ქმრისაგან ნუ განეშორებინ. უკუეთუ განეშოროს, ეგენ უქმროდ, გინა ქმარსავე დაეგენ; და ქმარი ცოლსა ნუ დაუტეობნ“.1 უკუეთუ დაუტეოს, არღარა ჴელ-ეწიფების სხჳსა შერთვად; შე-თუ-ირთოს სხუაჲ, იმრუშებს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: უკუეთუ ესოდენი ბრალი არს კაცისა დედაკაცისა თანა, არა შეჰგავს ქორწინებაჲ“ (19,10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიად მძიმედ შეჰრაცხეს სიტყუაჲ ესე: უკუეთუ ვის ესუას ცოლი სავსე მრავლითა ბოროტითა, - რამეთუ თჳნიერ სიძვისაცა სხუანი მრავალნი ძნელოვანნი საქმენი იპოებიან დედათა თანა, - და არა ჴელ-ეწიფებოდის განშორებაჲ მისი და სხჳსა უკეთესისა შერთვაჲ.
„უკუეთუ ესოდენი ბრალი არსო კაცისა დედაკაცისა თანა“. - ესე იგი არს, უკუეთუ ამისთჳს შეიერთნეს, რაჲთა განუყოფელ იყვნენ, და უკუეთუ ესრეთ ბრალსა უშჯულოებისასა შთავარდების მამაკაცი, განეშოროს თუ ცოლი თჳსი, უსუბუქეს არს გულისთქუმათა მიმართ ბრძოლაჲ, ვიდრეღა დედაკაცისა უკეთურისაჲ.
ხოლო უფალმან არა ესრეთ მიუგო, თუ: ჰე, უსუბუქეს არს ესე, და არა შეჰგავს ქორწინებაჲ, არა თქუა ესე, რაჲთა არავინ გულისჴმა-ყოს, თუ შჯულად დადვა არაქორწინებაჲ, არამედ ესრეთ მიუგო:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ყოველთა დაიტიონ სიტყუაჲ ეგე, არამედ რომელ-თა მიცემულ არს“ (19,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: აღამაღლებს სიტყუასა მას ქალწულებისასა და გამოაჩინებს, ვითარმედ დიდი საქმე არს, რაჲთა ესრეთ მოიზიდნეს მრავალნი სათნოებისა მის მიმართ. რამეთუ ვინაჲთგან თქუმად ქალწულებისათჳს ძნელ იყო და მძიმე, ამისთჳს შჯული იგი და წესი ქორწინებისაჲ წარმოუთხრა, რაჲთა ცნან მისიცა სიძნელე და სურვიელ იქმნენ მრავალნი ქალწულებისათჳს. ხოლო რომელ თქუა, თუ: „არა ყოველთა დაიტიონ სიტყუაჲ ეგე, არამედ რომელთა მიცემულ არს“, ესე ამისთჳს თქუა, რაჲთა სცნა, ვითარმედ დიდ არს ღუაწლი ქალწულებისაჲ, და უჴმს კაცსა ღმრთისმიერი შეწევნაჲ. და არა თუ განჩინებულსა რასმე და იძულებითსა მოსაცემელსა მოასწავებს, რამეთუ მიეცემის მათ, რომელთაცა ენებოს. რამეთუ ოდეს წინამდებარე იგი საქმე დიდი იყოს, მარადის ესრეთ იტყჳს, ვითარცა თქუა სხუასა ადგილ-
1 1 კორ. 7,10-11.
სა, ვითარმედ: „თქუენდა მოცემულ არს ცნობაჲ საიდუმლოთაჲ“.1 არა თუ სხუათა მათ არა მიეცემოდა, არამედ არა ინებეს მიღებად, ხოლო მოციქულნი წადიერ იყვნეს და გულმოდგინე, ამისთჳსცა მოეცა ღმრთის მიერ.
და კუალად, ოდეს გესმას სიტყუაჲ მოციქულისაჲ, ვითარმედ: „არა რომელსა-იგი უნებს, არცა რომელი რბის, არამედ რომელი ეწყალინ ღმერთსა“,2 ესრეთ გულისჴმა-ყავ სიტყუაჲ იგი: ვინაჲთგან არიან ვიეთნიმე მზუაობარ სათნოებათა თჳსთა ზედა, ვიდრეღა ყოველსა მას საქმესა კეთილისასა თავთა თჳსთა მიაჩემებენ და არა დამბადებელსა და მომნიჭებელსა კეთილისასა, ამისთჳს გუასწავებს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: იგი მებრ მოგონებაჲ კეთილისაჲ თუ სთქუა, საჴმარ არს ღმრთისა მიერ შეწევნაჲ, უფროჲსად გამორჩევაჲ კეთილისაჲ და შეყუარებაჲ ნიჭი არს კაცთმოყუარებისა ღმრთისაჲ. რამეთუ ჩუენიცა ნებაჲ საჴმარ არს და ღმრთისამიერიცა შეწევნაჲ, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „არა რომელსა უნებს“, ესე იგი არს, ვითარმედ წარმართებაჲ კეთილისაჲ არა მისი ოდენ არს, რომელსა უნებს, არცა მისი ოდენ არს, რომელი რბის, არამედ წყალობისაცა და შეწევნისა ღმრთისაჲ არს, და მისა თანაგუაც მიჩემებად ყოვლისავე კეთილისა; რამეთუ რაოდენცა ჰრბიოდი, რაოდენცა იღუაწო, გიჴმს ღმრთისამიერიცა შეწევნაჲ, რომლისაგან ეძიებ გჳრგჳნსა შრომათა შენთასა. ეგრეთვე არს წინამდებარეცა ესე სიტყუაჲ, ვითარმედ: „არა ყოველთა დაიტიონ, არამედ რომელთა მიცემულ არს“. არა თუ ეგრეთ იტყჳს, ვითარმედ: რომელთამე მიეცემის და რომელთამე არა. ნუ იყოფინ! არამედ მიეცემის, რომელთაცა ენებოს და იღუაწონ. უკუეთუმცა ღმრთისა მიერ ხოლო მიეცემოდა და თავისაგანცა თჳსისა არარას მოსწრაფებასა შემოიღებდეს მუშაკნი ქალწულებისანი, რაჲსათჳსღა აღუთქუა მათ სასუფეველი ცათაჲ, რომელთა არცა ერთი აჩუენეს მოღუაწებაჲ? გარნა ჯერ-არს ნებაჲ კეთილისაჲ და მოღუაწებაჲ, და ესევითართა მათ ღმრთისამიერიცა მიეცემის შეწევნაჲ, რაჲთა წარჰმართონ ღუაწლი იგი კეთილი და ანგელოზთა მობაძავი.
„არა თუმცა უფალმან აღაშენაო სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღჳძებენ ჴუმილნი მისნი“.3 აწ უკუე არა ეგების ქუეწოლაჲ და ძილი და თქუმაჲ, თუ: უფალმან აღაშენოს სახლი ჩემი, გინა დაიცვას ქალაქი ჩემი, არამედ ჯერ-არს შრომაჲ და შენებაჲ და მღჳძარებაჲ და ჴუმილვაჲ, და მერმე, უკუეთუ სხუაჲ რაჲმე ცოდვაჲ ჩუენი და უშჯულოებაჲ არა წინააღუდგეს მოწყალებასა ღმრთისასა, უეჭუელად შეწევნაჲ მისი თანამოღუაწე გუექმნების და აღა-შენებს სახლსა ჩუენსა და დაიცავს ქალაქსა ჩუენსა. ეგრეთვე ქალწულებისა ღუაწლი და სასყიდელი დიდ არს, და გჳჴმს ღმრთისამიერი შეწევნაჲ, ხოლო იგი მიეცემის ყოველთავე, რომელთაცა წადიერად ენებოს და ჴელყონ სრბად ასპარეზსა მას სულიერსა, ვითარცა ესერა იტყჳს:
1 მათ. 13,11. 2 რომ. 9,16. 3 ფსალმ. 126,1.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ არიან საჭურისნი, რომელნი მუცლითგან დედისა თჳსისაჲთ საჭურისნი იყვნეს; და არიან საჭურისნი, რომელნი კაცთაგან გამოისაჭურისნეს; და არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თჳსნი სასუფეველისათჳს ცათაჲსა. რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ“ (19,12).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამათ სიტყუათა მიერ სურვილად ქალწულებისა მოიყვანებს და გამოაჩინებს, ვითარმედ არა შეუძლებელ არს საქმე ესე. ვი-თარმცა იტყოდა, ვითარმედ: გულისჴმა-ყავ, კაცო, უკუეთუმცა ბუნებით არა გაქუნდა აღძრვაჲ, ვითარცა არიან შობითგან საჭურისნი, გინა თუმცა განსაცდელისაგან კაცთაჲსა გამოსაჭურისებულ იყავ, რაჲმცა ჰყავ მა-შინ? რამეთუ გულისთქუმათა აღსრულებისაგანცა გამოჴუებულ იყავმცა და სასყიდელი არცა ერთი გაქუნდა. აწ უკუე ჰმადლობდი ღმერთსა, რომელ სასყიდლისათჳს და გჳრგჳნისა საუკუნოჲსა თავს-იდებ ამას, რომელსა იგინი უსასყიდლოდ და უგჳრგჳნოსნოდ თავს-იდებენ, და უფროჲსღა ფრიად უსუბუქესად და უადვილედ გექმნების შენ მოთმინებაჲ სასოებითა მით სასუფეველისაჲთა და ძალითა გონებისაჲთა, ვიდრეღა მათ, რამეთუ ვერ შემძლებელ არს მოკუეთაჲ იგი ასოთაჲ ესრეთ დამდორვებად ბრძოლასა მას გულისთქუმათასა, ვითარ გულისსიტყუაჲ ღმრთისმოშიშებისაჲ და სასოებაჲ მერმეთა მათ კეთილთაჲ. ამისთჳს უკუე აჴსენნა შობითგანნი იგი და კაცთამიერნი საჭურისნი, რაჲთა ესე გულისჴმა-უყოს, ვითარმედ: რომელსა იგინი უსასყიდლოდ თავს-იდებენ, თქუენ, უკუეთუ გნებავს, სასყიდლისა მისთჳს წარუვალისა თავს-იდევით ნეფსით აღჳრ-სხმაჲ გულის-თქუმისაჲ. ხოლო რომელ-იგი თქუა, თუ: „არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თჳსნი სასუფეველისათჳს ცათაჲსა“, არა თუ ჴორციელსა გამოსაჭურისებასა იტყჳს, რომელი მოკუეთითა ასოთაჲთა იქმნების. ნუ იყოფინ! არამედ გულისსიტყუათა ბოროტთა აღჴოცასა იტყჳს და ბოროტთა გულისთქუმათა წინააღდგომასა და აღმოფხურასა.
ხოლო გამო-თუ-ვინმე-ისაჭურისოს თავი თჳსი ჴორციელთა ასოთა მოკუეთითა, იგი უფროჲსად წყევასა ქუეშე არს, რამეთუ კაცისმკლველ-თა საქმესა იქმს და მიზეზსა სიტყჳსასა მისცემს მათ, რომელნი დაბადებულთა ღმრთისათა სძაგებენ, და მანიქეველთა პირსა აღაღებს და საქმესა იქმს საწარმართოსა; რამეთუ გამოსაჭურისვაჲ კაცთაჲ, რომელი იქმნების მოკუეთითა ასოთაჲთა, პირველითგანვე საეშმაკოჲსა ღონისა საქმე იქმნა განზრახვითა სატანაჲსითა, რაჲთა საქმე ღმრთისაჲ შეასმინოს და ცხოელსა მას ღმრთისა მიერ დაბადებულსა ავნოს და ასწაოს კაცთა საქმე უცხოჲ; რაჲთა არა ნებასა თჳთმფლობელსა და ძალსა გონებისასა მიაჩემებდენ აღჳრ-სხმასა გულისთქუმათასა, არამედ ბუნებასა ასოთასა.
ამისთჳსცა უმრავლესნი საჭურისთა მათგანნი ურიდად ცოდვენ უში-შებისათჳს შვილიერებისა და სხუათა უძჳრესთა საქმეთა ერევიან. ორკერძოვე უკუე ავნებს კაცთა ესე საქმე, ასოთა მოჰკუეთს და გონებისა კეთილ-თა მიმართ გულსმოდგინებასა დააყენებს.
ხოლო ესე ყოველი ღონის-ძიებაჲ ეშმაკმან განაწესა, ესე შჯული მის მიერ დადებული არს, რაჲთა ყოველსავე ზედა ღმრთისა მიერ მოცემულსა ჩუენდა აზნაურებასა ავნოს და დაარწმუნოს კაცთა, თუ ბოროტნი ბუნებითნი არიანო, და სხუაჲ უმრავლესი უშჯულოებისა გულისსიტყუაჲ დას-თესოს სოფელსა შინა, რამეთუ ესევითარნი არიან ღონენი მისნი.
ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, ივლტოდეთ ესევითარისა მის უშჯულოებისაგან; რამეთუ პირველთქუმულთა მათ თანა ამასცა ვიტყჳ, ვითარმედ: არცა გულისთქუმანი ამის საქმისა მიერ განქარდებიან, არამედ უმეტესადღა განძჳნდებიან, რამეთუ სხუათაგან აქუს კაცთა შორის თესლსა მცენარებაჲ, და სხჳთ კერძო იქმნების ღელვაჲ გულისთქუმათაჲ. და რომელნიმე იტყჳან, თუ: ტჳნისაგან; სხუანი იტყჳან, თუ: თირკუმელთაგან გულისთქუმისა დინებაჲ გამოეცენების. ხოლო მე ვიტყჳ, ვითარმედ: არავინაჲ არს სხუაგნით, გარნა გულისაგან გემოთმოყუარისა და გონებისაგან უდებებითა დაჴსნილისა. ხოლო უკუეთუ გონებამან სიწმიდე შეიკრძალოს, ბუნებითისა აღძრვისაგან ვნებაჲ არარაჲ იქმნების.
ესრეთ უკუე აჴსენნა რაჲ უფალმან საჭურისნი იგი, ცუდად და ამაოდ საჭურისნი, უკუეთუ არა შეიკრძალონ გონებითი სიწმიდე, და კუალად აჴსენნა, რომელთა სასუფეველისათჳს ცათაჲსა გამოისაჭურისნეს თავნი თჳსნი, ესე არიან სიწმიდისა და ქალწულებისა მუშაკნი, მეყსეულად შესძინა და თქუა: „რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ“. ესე ამისთჳს თქუა, რაჲთა გამოაჩინოს სიმაღლე სათნოებისაჲ მის და სურვიელ-ყვნეს ყოველნი მისა მიმართ. რამეთუ ფრიადისა მის სახიერებისა მისისათჳს არა შეაწყუდია საქმე ესე ჭირსა და იძულებასა შჯულისასა, არამედ ნებასა კაცად-კაცადისასა ზედა დადვა გამორჩევაჲ მისი, რაჲთა ნეფსითი იყოს კე-თილი იგი, და რაჲთა ვერვინ თქუას, თუ: ქორწინებასა სძაგებს. რამეთუ კეთილ არს ქორწინებაჲ წესიერი და განყენებული ბოროტთა ტრფიალთაგან, რაჲთა იყოს შვილიერებისათჳს ოდენ. კეთილ არს იგი, გარნა უაღრეს არს და უმჯობეს ქალწულებაჲ; დაღაცათუ ძნელ არს და საშრომელ, არამედ რომელსა აქუნდეს წადიერებაჲ და ჴელ-ყოს, მიეცემის მას შეწევნაჲ ღმრთისაჲ წარმართებად, უკუეთუ ოდენ არა დააყენოს შეწევნაჲ მისი სხჳსა რაჲსმე ვნებისა მძლავრებამან, გინა თუ ამპარტავანებამან და ზუაობამან, გინა თუ განკითხვამან და შეურაცხებამან მოყუსისამან, ანუ სხუამან რამანმე ესევითარმან უდებებამან და დაჴსნილებამან გონებისამან, რამეთუ იქმნების თუალითაცა სიძვაჲ და განრყუნაჲ ქალწულებისაჲ; იქმნების ენითაცა ბოროტადმეტყუელითა შეგინებაჲ; იქმნების ჴელითაცა უწესოდ მიყოფითა ბრალსა მას შთავრდომად ცოდვისასა; იქმნების გონებითაცა შეგინებაჲ, გამოსახვითა ბოროტთა საქმეთაჲთა, რამეთუ გამოსახვაჲცა იგი ნაწილი არს სიძვისაჲ, და უჯერო არს კერპებისა მის ბილწთა საქმეთაჲსა გამოსახვაჲ სულსა შინა. ამისთჳსცა თქუა უფალმან, ვითარმედ: „არა ყოველთა დაიტიონ სიტყუაჲ ესე“, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ შრომაჲ უჴმს და განკრძალვაჲ, რომელსა სუროდის ქალწულებისათჳს, და მერმე მოსცეს მას ღმერთმან მისმიერი შეწევნაჲ.
ჰხედავა, ვითარ უკეთურებისაგან სხუათაჲსა სხუანი შეიძენენ? რამეთუ მოუჴდეს ფარისეველნი და ჰკითხეს უფალსა და წარვიდეს უსარგებლოდ, რამეთუ არა სარგებელისათჳს ჰკითხეს, არამედ გამოცდისათჳს. ხოლო მათდა მიმართ თქუმულისა სიტყჳსაგან მოვიდეს მოწაფენი კითხვად სიტყუათა ამათ, და ესმა მოძღურებაჲ საღმრთოჲ, და ისწავეს წესი სულიერისა და მაღლისა მოქალაქობისაჲ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ მოჰგუარეს მას ყრმები, რაჲთამცა ჴელი დასდვა მათ და აკურთხნა იგინი, ხოლო მოწაფენი ჰრისხვიდეს მათ. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ. და დასდვა მათ ზედა ჴელი“ (19,13-15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მოწაფენი პატივისა მისისათჳს ჰრისხვიდეს მათ, რომელთა მოჰგუარეს ყრმები იგი, ხოლო უფალი ასწავებს მათ სიმდაბლესა. ამისთჳს შეიწყნარებს ყრმათა მათ და ჴელსა დასდებს და იტყჳს: „ესევი-თართაჲ არსო სასუფეველი ცათაჲ“, ვითარცა ზემო თქუა.
აწ უკუე ჩუენცა თუ გუნებავს სასუფეველისა ცათაჲსა მკჳდრ-ყოფად, ესევითარი ესე სასოებაჲ შევიტკბოთ; რამეთუ ესე არს სრული სათნოებაჲ, რაჲთა კაცი გულისჴმის-ყოფით წრფელ იყოს, ესე არს ცხორებაჲ ანგელოზებრი. ამისთჳს ჰნატრის ყრმათა უმანკოთა, რამეთუ სული ესევითარისა ყრმისაჲ თავისუფალ არს ყოველთა ვნებათაგან, არა აქუს ძჳრის-ჴსენებაჲ, არცა რისხვაჲ, არცა შურის-გებაჲ, არცა გულისთქუმანი ბოროტნი, არარას ნამეტნავსა და მეტსა ეძიებს, არამედ ძუძუსა ხოლო დედისასა საზრდელად ბუნებისა, არა მწუხარე არს დაჭირვებისათჳს საფასეთაჲსა, ვითარესე ჩუენ, არცა მოხარულ არს დიდებისათჳს გინა თუ სიმდიდრისა წარმავალისა, ვითარ-ესე ჩუენ ვიქმთ. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „ესევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ“, რაჲთა ნებითა ჩუენითა და გულისჴმის-ყოფითა აღვასრულებდეთ კეთილთა მათ სათნოებათა, რომელნი ჩჩჳლთა ბუნებით ჰქონან: უმანკოებასა და სიწრფოებასა და სიმდაბლესა.
ვინაჲთგან ყოველსა მას უკეთურებასა მწიგნობარნი იგი და ფარისეველნი მანკიერებისაგან და ამპარტავანებისა იქმოდეს, ამისთჳს მარადის მოწაფეთა უფალი უმანკოებასა და სიმდაბლესა ასწავლიდა, რამეთუ ეგულებოდა მათ წინამძღუარ-ყოფად ყოვლისა სოფლისა, ხოლო წინამძღურობაჲ, უკუეთუ არა დიდად ეკრძალოს კაცი, ამპარტავანებად მოიყვანებს, ვითარ-იგი შეემთხჳა ფარისეველთა, და თავსა მას უკეთურებისასა მიიწინეს ამპარტავანებითა თჳსითა, ვიდრეღა განცდად უფლისა იკადრებდეს, და მიიღეს წყევაჲ და წარწყმდეს. ხოლო ყრმანი იგი, თავისუფალნი ესევითართა მათ ვნებათაგან, ღირს იქმნეს კურთხევასა უფლისასა. ამისთჳს მოწაფეთა ესევითარსა მას წესსა სათნოებისასა ასწავებს სახიერი იგი მოძ-ღუარი და კაცთმოყუარე უფალი.
სწავლაჲ ჲბ უმანკოებისათჳს და ძჳრუჴსენებლობისა
აწ უკუე, საყუარელნო, ვიქმნეთ ჩუენცა, ვითარცა ყრმანი, არა გონებითა, არამედ ბოროტისათჳს ჩჩჳლ ვიყვნეთ, ხოლო გონებითა - სრულ. რამეთუ კაცი მანკიერი და მზაკუვარი ვერ შევიდეს სასუფეველსა ცათასა, არამედ ჯოჯოხეთი დაიმკჳდროს. და პირველ ჯოჯოხეთისაცა აქავე უკე-თურებაჲ და ზაკუვაჲ დამსჯელ არიან კაცისა. და გულისჴმა-ყავ, ვითარ შეემთხჳა ესე მრავალთა: საულ მანკიერ იყო და მზაკუვარ, ხოლო დავით - უმანკო და წრფელ. იხილეთ უკუე, თუ ვინ უმჯობეს იქმნა. არა ორგზის ჴელად-იგდოა დავით და უფალ იქმნა მოკლვად მისა? და არა თავს-იდვა ქმნად ესევითარსა საქმესა ესოდენთა ბოროტთა მისთა ზედა. და მარადის მეოტი იგი და დევნული მეფისა მის და ერთა მრავალთა ჴელმწიფისა უძლიერეს იყო და უბრწყინვალეს ამისთჳს, რამეთუ იგი მანკიერებითა სავსე იყო, და ესე - უმანკოებითა. და ესევითარისა მის მანკიერებისა და მზაკუვარებისა მისისათჳს დაუტევა იგი უფალმან, და მიეცა ჴელსა მტერთასა, ხოლო დავითს, მისისა მის სიწრფოებისათჳს და უმანკოებისა და ძჳრუჴსენებლობისა, შემწე ეყო და განუმარჯუა ყოველივე კეთილი და იჴსნა ყოველთაგან მტერთა მისთა.
აწ უკუე ჩუენცა, ძმანო, ვჰბაძვიდეთ მას და მსგავსთა მისთა წმიდათა და მოშიშთა უფლისათა. განვაგდოთ ჩუენგან ყოველივე ზაკუვაჲ, ყოველივე მანქანებაჲ, ყოველივე ორგულებაჲ და მანკიერებაჲ; უფროჲსად მოვიგოთ სიმდაბლე, სიმშჳდე, სიწრფოებაჲ და უმანკოებაჲ, უზაკუველობაჲ, სიმარტივე და სიყუარული, ვიქმნეთ ტრფიალ სათნოებისა, რაჲთა ამასცა საწუთროსა ფრიადი გუაქუნდეს მშჳდობაჲ და მყუდროებაჲ და ყოველთა მიერ საყუარელ ვიყვნეთ და პატივცემულ და მერმესა მას საუკუნესა მივემთხჳნეთ კეთილთა მათ წარუვალთა სასუფეველსა შინა ცათასა მადლი-თა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
წმიდანო და სათნონო ქრისტესნო, ვინ აღმოიკითხვიდეთ, ლოცვა-ყავთ სანატრელთა მამათა ჩუენთათჳს, მამისა იოვანესთჳს და მამისა ეფთჳმესთჳს, რომელთა გჳთარგმანეს წმიდაჲ ესე სახარებაჲ.