მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 19:22

21. იესომ მიუგო მას: თუ გინდა, რომ სრულქმნილი იყო, წადი, გაყიდე, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ, და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.22. ეს სიტყვა რომ მოისმინა, ჭაბუკი დაღონებული წავიდა, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.23. ხოლო იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდიდარი ძნელად თუ შევა ცათა სასუფეველში.
მათეს სახარება თავი 19
22. ეს სიტყვა რომ მოისმინა, ჭაბუკი დაღონებული წავიდა, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა ესმა ესე ჭაბუკსა მას, წარვიდა მწუხარე, რამეთუ იყო იგი მდიდარ ფრიად“ (19,22).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ნანდჳლვე არა სწორად შეჰკრვენ მცირედნი საფასენი და მრავალნი გონებასა, არამედ იპოოს რაჲ კაცი ანგაჰრებისაგან ძლეულ, რაოდენცა საფასენი განმრავლდებოდინ, უმტკიცესითა საკრველითა შეიკრვის გული მისი, და უმეტესად აღეტყინების ტრფიალებაჲ იგი ვეცხლისმოყუარებისაჲ. იხილეთ უკუე აქაცა, ვითარი ძალი აჩუენა ვნებამან მან, რამეთუ რომელი-იგი სიხარულით მოუჴდა უფალსა და ეძიებდა ცხორებასა საუკუნესა, უბრძანა რაჲ უფალმან დატევებაჲ საფასეთაჲ, ესოდენ შეაჭირვა და დაამძიმა, ვიდრეღა სიტყჳს-მიგებადცა ვერ უძლო, არამედ დუმილით წარვიდა მწუხარე და ფრიად მჭმუნვარე. ამისთჳსცა ისმინეთ უფლისაჲ:

მათეს სახარების განმარტება - თავი XIX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
19:15-22 — მდიდარი ჭაბუკი და საუკუნო ცხოვრება:

15-17. და დაასხნა მათ ზედა ჴელნი. და ვითარცა წარვიდა მიერ. აჰა მო-ვინმე-უჴდა მას და ჰრქუა: მოძღვარო სახიერო, რაჲ კეთილი ვქმნე, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ? ხოლო იესუ ჰრქუა მას: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერი, გარნა მხოლოჲ ღმერთი. - იგი იმიტომ კი არ მივიდა მასთან, რომ ეცდუნებინა, არამედ, რათა ესწავლა, რადგან საუკუნო სიცოცხლე სწყუროდა; თუმცაღა ქრისტეს, ვითარცა ჩვეულებრივ კაცს, ისე მიეახლა. ამიტომაც ეუბნება უფალი: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერი, გარნა მხოლოჲ ღმერთი, ანუ უკეთუ სoხიერს მე მხოლოდ როგორც მოძღვარს მიწოდებ, ცუდად მიწოდებ, რადგან კაცთაგან სახიერი არავინაა; ჯერ ერთი, ჩვენ ძალიან ადვილად მივდრკებით სიკეთისაგან და, მეორეც, ღმრთეებრივ სიკეთესთან შედარებით კაცობრივი სიკეთე უვარგისად ითვლება.

17-19. ხოლო უკუეთუ გნებავს ცხორებასა შესლვაჲ, დაიმარხენ მცნებანი. ჰრქუა მას: რომელნი? ხოლო იესუ ჰრქუა მას, ვითარმედ: არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო; პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. - კითხვის დამსმელს უფალი სჯულის მცნებებზე...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის