მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 19:7

6. ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი.7. კვლავ უთხრეს მას: მაშინ რატომღა გვამცნო მოსემ გაყრის წერილის მიცემა და ცოლთან გაყრა?8. მიუგო მათ: მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ ცოლებთან გაყრის ნება, თავიდან კი არ იყო ასე.
მათეს სახარება თავი 19
7. კვლავ უთხრეს მას: მაშინ რატომღა გვამცნო მოსემ გაყრის წერილის მიცემა და ცოლთან გაყრა?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსათჳს უკუე მოსე ამცნო წიგნი განტევებისაჲ მიცემად და განტევებად? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ, რამეთუ: მოსე გულფიცხელობისა თქუენისათჳს გიბრძანა განტევებაჲ ცოლთა თქუენთაჲ, ხოლო დასაბამითგან არა ეგრე იყო“ (19,7-8).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: არა დაუტევა სახიერმან მან მოსე ბრალობასა შინა, არამედ მიუთხრა მიზეზი სიტყჳსა მისისაჲ, რამეთუ მას თავადსა ებრძანა მოსესა ესევითარისა მის შჯულისა დადებად; ამისთჳს მიზეზი და ბრალი საქმისაჲ მის თავსა ზედა ჰურიათასა დაკრიბა, ვითარმედ „გულფიცხელობისათჳს თქუენისაო გიბრძანა მოსე განტევებაჲ ცოლთა თქუენთაჲ“, რაჲთა არა მკლველ იქმნეთ მეუღლეთა თქუენთა. ამისთჳს ესრეთ თქუა, რაჲთა არა უძჳრესსა ბრალსა შთასცჳვეთ, ხოლო დასაბამითგან არა იყო ესე წესი; ამით ცანთ, რამეთუ უკეთურებისა და გულფიცხელობისათჳს თქუენისა თქუა მოსე მიცემად წიგნი განტევებისაჲ და განტევებად ცოლთა თქუენთა, ვითარცა სხუასა ადგილსა განმარტებაჲ ამის სიტყჳსაჲ გჳთქუამს. ხოლო აწ ისმინეთ შემდგომიცა:

მათეს სახარების განმარტება - თავი XIX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
19:7-10 — მოსეს კანონი და მრუშობა:

7-9. ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაჲსათჳს უკუე მოსე ამცნო წიგნი განტევებისაჲ მიცემად და განტევებად? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ, რამეთუ: მოსე გულ-ფიცხელობისა თქუენისათჳს გიბრძანა განტევებაჲ ცოლთა თქუენთაჲ, ხოლო დასაბამსა არა ეგრე იყო. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიძვისა და სხუაჲ შეირთოს, იმრუშებს; და რომელმან განტევებული შეირთოს, იგიცა იმრუშებს. - როცა ფარისევლებმა დაინახეს, რომ უფალმა გააჩუმა ისინი, იძულებულნი გახდნენ მოსე მოეხმოთ, რომელიც თითქოს თავისი კანონებით ქრისტეს ეწინააღმდეგებოდა და თქვეს: მაშინ მოსემ განტევების წიგნის მიცემა და გაყრა როგორღა გვიანდერძა? მაგრამ უფალი ყველა ბრალდებას ისევ მათკენ მიაქცევს, იცავს მოსეს და ამბობს: მოსე ამ კანონით ღმერთს კი არ ეწინააღმდეგება, არამედ იგი თქვენი გულფიცხელობისა (სასტიკი გულის) გამო დაადგინა, რათა თქვენი ზნეობრივი აღვირახსნილობიდან გამომდინარე, როცა სხვა ქალებზე დაქორწინებას მოისურვებდით, პირველი ცოლები არ დაგეხოცათ. იყვნენ რა სასტიკნი, ებრაელები მართლაც მოკლავდნენ ცოლებს, უკეთუ კანონი მათთან ცხოვრებას აიძულებდა. ამიტომაც დაადგინა მოსემ განტევების წიგნის...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის