თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ყოვლით კერძო პირი დაუყო მათ, ჴელმწიფებით აწ ბრძანებს, ვითარმედ: თჳნიერ სიძვისა სხჳსა რაჲსმე მიზეზისათჳს განტევებაჲ ცოლისაჲ და სხჳსა შერთვაჲ მრუშება არს და ყოვლადვე უჯერო. რამეთუ შჯულმან მოსესმან ფრიადისა მის უკეთურებისათჳს ჰურიათაჲსა თქუა განტევებაჲ ცოლისაჲ ყოვლისავე ბრალისათჳს, რაჲთა არა მკლველ მეუღლეთა თჳსთა იქმნენ, და განტევებაჲ ჴელისწერილითა, რაჲთა არღარა ჴელ-ეწიფებოდის შერთვად მისა, და იქმნას დაუცხრომელი უშჯულოებაჲ; ხოლო ქრისტე ბრძანებს მეძვისა განშორებად, რაჲთა არა განრყუნილებაჲ იქმნას ნათესავისაჲ. ხოლო სხჳსა რომლისავე მიზეზისათჳს დატევებად ცოლისა და სხჳსა შერთვად არა შეუნდობს, არამედ გინა თუ უძლურებაჲ შეემთხჳოს ჴორციელი, გინა თუ მრისხანე იყოს, გინა თუ გონებაცთომილ, ანუ სხუაჲ რაჲმე ნაკლულევანებაჲ სჭირდეს, ყოვლისავე თავსდებაჲ ჯერ-არს და განმართებაჲ, არა თუ განშორებაჲ და სხჳსა შერთვაჲ, რამეთუ ესე უჯეროება არს, ვითარცა მოციქული წამებს, ვითარმედ: „ცოლი ქმრისაგან ნუ განეშორებინ. უკუეთუ განეშოროს, ეგენ უქმროდ, გინა ქმარსავე დაეგენ; და ქმარი ცოლსა ნუ დაუტეობნ“.
მათეს სახარება 19:9
8. მიუგო მათ: მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ ცოლებთან გაყრის ნება, თავიდან კი არ იყო ასე.9. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაეყრება თავის ცოლს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც განაშვებს შეირთავს, აგრეთვე მრუშობს.10. უთხრეს მას მოწაფეებმა: თუ კაცს ამდენი რამ მართებს ცოლის მიმართ, უმჯობესია სულაც არ შეირთოს.
მათეს სახარება თავი 19