თ ა რ გ მ ა ნ ი: საკჳრველ იყო ორივე ესე, მოსლვაჲცა აღმოსავალით მოგუთაჲ მათ და წინამძღურობაჲცა ვარსკულავისაჲ, და კმა იყო საქმე ესე ქვისა უფიცხესთაცა შეგონებად. რამეთუ უკუეთუმცა მოგუთა მათ ეთქუა, თუ ანგელოზი ეტყოდა მათ, ანუ თუ ჴმაჲ წინაწარმეტყუელთაჲ ესმა მათ, სიტყუაჲმცა ვიდრემე აქუნდა ჰურიათა თქუმად, ვითარმედ სცთეს იგინი ანუ უცნებაჲ რაჲმე იხილეს; ხოლო აწ ვარსკულავი იგი განცხადებულად ჩანს და ყოველთავე წინააღმდგომთა პირსა დაუყოფს, რომელი-იგი უძღოდა მოგუთა მათ ვიდრე ბეთლემადმდე და მერმე მივიდა და დადგა ზედა, სადაცა იყო ყრმაჲ იგი, რაჲთა უჩუენოს მათ, ვითარმედ მისდა ჯერ-არს თაყუანის-ცემაჲ. ამისთჳს იგინიცა აღივსნეს სიხარულითა დიდითა, იხილეს რაჲ ვარსკულავი იგი. აღივსნეს სიხარულითა, რამეთუ არა ცუდ იქმნა შრომაჲ მათი, არამედ ღირს იქმნეს ხილვად, რაჲ-იგი წინაწარმეტყუელთა და მამათმთავართა სწადოდა ხილვად და ვერ იხილეს; აღივსნეს სიხარულითა, რამეთუ ღირს იქმნეს ყოველთა უპირატეს თაყუანის-ცემად მეუფისა მის მეუფეთაჲსა და ქადაგებად მისა ყოველსა სოფელსა; ესრეთ სავსე იყვნეს სურვილითა ქრისტესითა, რამეთუ სავსე იყვნეს ყოვლითა სიბრძნი-თა და გონიერებითა. ამისთჳს...
მათეს სახარება 2:10
9. ხოლო მათ უსმინეს მეფეს და წავიდნენ. და, აჰა, ვარსკვლავი, რომელიც იხილეს აღმოსავლეთით, წინ მიუძღოდა მათ, სანამ არ მივიდა და თავს დაადგა იმ ადგილს, სადაც ყრმა იყო.10. ხოლო მათ, ვარსკვლავის დანახვისას, ძალიან დიდი სიხარულით გაიხარეს.11. როდესაც შევიდნენ სახლში, იხილეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას; გახსნეს თავიანთი საუნჯე და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.
მათეს სახარება თავი 2