თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ჰამბავი წარმოთქუა შემაწუხებელი მსმენელთაჲ უჯეროჲსა მისთჳს ყრმათა მოწყუედისა, უწყალოჲსა მისთჳს და ურჩულოჲსა სასჯელისა, ნუგეშინის-სცემს და ეტყჳს, ვითარმედ: ნუვინ შეშფოთნების თქუმულსა ამას ზედა, არა თუ ვერ ძალ-ედვა ღმერთსა დაყენებად ურჩულოჲსა მის, ანუ არა თუ პირველითგან უმეცარ იყო საქმესა მას, არამედ წინაჲსწარ იცოდა და წინაჲსწარმეტყუელსა გამოუცხადა და ყოველთა მის მიერ აუწყა. ამისთჳს უკუე ნუ შეურვებულ იქმნები, ნუცა გულისსიტყუანი ორგულებისანი მოგივლენ, არამედ მიუწთომელსა მას სიღრმესა განკითხვათა მისთასა მიხედენ, ვითარ რომელსამე აღასრულებს განგებულებით და რომელთამე მიუშუებს, რომლისათჳს მან თავადმან უწყის, ვითარცა-იგი სხუასაცა ადგილსა აუწყა მოწაფეთა. რამეთუ ოდეს-იგი წინაჲსწარ ეტყოდა მოწევნადსა მათ ზედა: ყოვლისა სოფლისაგან ბრძოლასა და წარდგინებასა მათსა შესაკრებელთა წინაშე და მძლავრთა და მიყვანებასა მათსა წინაშე მეფეთა და მთავართა, აუწყა სიტყუაჲ ნუგეშინის-ცემისაჲ და ჰრქუა: „ანუ არა ორი სირი ასარისა განისყიდებისა? და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქუეყანასა ზედა თჳნიერ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა“. <span...
მათეს სახარება 2:18
17. მაშინ აღსრულდა თქმული იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:18. ხმა გაისმა რამაში გოდებისა და დიდი გლოვისა: რაქელი დასტირის თავის შვილებს და არა სურს ნუგეში, ვინაიდან აღარ არიან.19. ხოლო როდესაც აღესრულა ჰეროდე, აჰა, ანგელოზი უფლისა გამოეცხადა სიზმრად იოსებს ეგვიპტეში,
მათეს სახარება თავი 2