თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა შემდგომად განსაცდელისა მის მოვიდა ნუგე-შინის-ცემაჲცა, რამეთუ არღარა ეტყჳს, თუ: ივლტოდე, არამედ: „წარვედო ქუეყანად ისრაჱლისა“; და მოიქცეს უცხოებისა მისგან სოფლად თჳსად და მკლველი იგი ყრმათაჲ იხილეს მოკლული. ხოლო მო-რაჲ-ვიდეს სახედ თჳსა, კუალად ნეშტი პოეს პირველთა მათ განსაცდელთაჲ, რამეთუ ძე მძლავრისაჲ მის მეფობდა ჰურიასტანს, ვითარცა ესერა აღმოვიკითხეთ:
მათეს სახარება 2:20
19. ხოლო როდესაც აღესრულა ჰეროდე, აჰა, ანგელოზი უფლისა გამოეცხადა სიზმრად იოსებს ეგვიპტეში,20. და უთხრა: ადექი და წაიყვანე ყრმა და დედამისი და წადი ისრაელის ქვეყნად, ვინაიდან მოკვდნენ ისინი, ვინც ეძიებდნენ ყრმის სულს.21. ისიც ადგა და წამოიყვანა ყრმა და დედამისი და მოვიდა ისრაელის ქვეყნად.
მათეს სახარება თავი 2