მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 2:3

2. და თქვეს: სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას.3. ეს რომ გაიგო, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად.4. შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ერის მწიგნობარნი და გამოიკითხა მათგან, სად უნდა შობილიყო იესო ქრისტე.
მათეს სახარება თავი 2
3. ეს რომ გაიგო, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა ესმა ჰეროდე მეფესა, შეძრწუნდა, და ყოველი იერუსალჱმი მის თანა“ (2,3).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: შეშფოთნა ჰეროდე და შეძრწუნდა, რამეთუ მეფობისა თჳსისა და შვილთა თჳსთათჳს ეშინოდა, ნუუკუე წინააღმდგომ ექმნას და დამჴსნელ შობილი იგი მეუფჱ. ხოლო იერუსალჱმი რაჲსათჳს შეძრწუნდა, ანუ რად აღშფოთნეს ჰურიანი? ვინაჲთგან ესმოდა მარადღე წინაწარმეტყუელთა მიერ, რომელნი მიუთხრობდეს მაცხოვრისა და ქველისმოქმედისა განმათავისუფლებელისა მოსლვასა, რაჲსათჳს უკუე შეშფოთნეს, რომლისა მიზეზისათჳს? გარნა მითვე გონებითა, რომლითა პირველ ქველისმოქმედებათა მათგან ღმრთისათა გარემიიქცეოდეს და დიდთა მათ სასწაულ-თა შინა და ფრიადსა მას აზნაურებასა იჴსენებდეს ჴორცსა მას ეგჳპტისასა და ხახუსა და სხუასა მას შეურაცხსა ქცევასა მათსა1 და იტყოდეს: უმჯობეს იყო ჩუენდა მონებაჲ იგიო და თიჴისა და ალიზისა საქმჱ, ვიდრე უდაბნოჲსა ესე თავისუფლებით სლვაჲ და მანანაჲსა ჭამაჲ.

ეგრეთვე ესენი იშიშვოდეს, ნუუკუე მოვიდეს მეუფე იგი სახიერი და დააყენნეს იგინი გზათა მათგან ურჩულოებისა მათისათა, რამეთუ ესმოდა წინაწარმეტყუელთა მიერ, ვითარმედ: მოძულე არს იგი ბოროტისაჲ და მოყუარე კეთილისაჲ, ვითარცა იტყჳს დავით: „შეიყუარე სიმართლე და მოიძულე ურჩულოებაჲ“; <span...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი II
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
2:3-6 — ჰეროდეს შეშფოთება და მიქიას წინასწარმეტყველება:

3. ვითარცა ესმა ესე ჰეროდეს მეფესა, შეძრწუნდა, და ყოველი იერუსალჱმი მის თანა. - ჰეროდე შეშფოთდა, რადგან უცხო ტომისა იყო და თავისი სამეფო ხელისუფლების გამო შიშობდა, რომლისთვისაც, თვითონაც იცოდა, უღირსი იყო. მაგრამ იუდეველნი? ისინი რისთვისღა შეშფოთდნენ? იმათ ხომ, პირიქით, უნდა გახარებოდათ, რომ მეფე ეყოლებოდათ, რომელსაც თაყვანს სპარსეთის მეფენიც სცემდნენ, მაგრამ ბოროტება მართლაც რომ უგუნურია.

4. და შეკრიბნა ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა უკუე შობად არს ქრისტე? - მოძღვარნი ხალხისა განსწავლული ადამიანები იყვნენ, ვითარცა ისინი, რომელთაც ჩვენ გრამატიკოსებს ვუწოდებთ. ღმრთის განგებით, სწორედ მათ გამოჰკითხეს, რათა ჭეშმარიტება ეღიარებინათ, ამიტომ ისინი იმისთვისაც განისჯებიან, რომ ჯვარს აცვეს იგი, ვინც ადრე აღიარეს.

5. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ბეთლემს ჰურიასტანისასა, რამეთუ ესრეთ წერილ არს წინასწარმეტყუელისა მიერ. - რომელი წინასწარმეტყველისა? მიქიასი, რამეთუ იგი ამბობს:

6. და შენ, ბეთლემ, ქუეყანაჲ ეგე იუდაჲსი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა (

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის