მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 2:5

4. შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ერის მწიგნობარნი და გამოიკითხა მათგან, სად უნდა შობილიყო იესო ქრისტე.5. ხოლო მათ უთხრეს: იუდეის ბეთლემში; ვინაიდან ასე დაიწერა წინასწარმეტყველის მიერ:6. და შენ, ბეთლემ, იუდას ქვეყანაო, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავართა შორის, ვინაიდან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს ისრაელს.
მათეს სახარება თავი 2
5. ხოლო მათ უთხრეს: იუდეის ბეთლემში; ვინაიდან ასე დაიწერა წინასწარმეტყველის მიერ:
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შეკრიბნა ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა შობად არს ქრისტე? ხოლო მათ ჰრქუეს: ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (2,4-5).:

იხილეა, ვითარ ყოველივე სამხილებელად ჰურიათა იქმნებოდა? რამეთუ ვიდრემდის არა ეხილვა იგი, დაღაცათუ სმენითა ოდენ შობისა მისისაჲთა აღშფოთნეს, არამედ ჯერეთ შური იგი მათი არა აღტყინებულ იყო საჴუმილად დიდად, ამისთჳს ჭეშმარიტებით მიუთხრნეს წამებანი იგი საწინაწარმეტყუელოთა ჴმათანი ჰეროდეს. ხოლო უკუანაჲსკნელ, ოდეს მიუთხრობელნი იგი სასწაულნი მისნი იხილნეს, აღეგზნეს შურითა მით საეშმაკოჲთა და განმცემელ ჭეშმარიტებისა იქმნეს; არამედ ჭეშმარიტებაჲ ყოვლით კერძო ბრწყინვიდა, და ვერარაჲ ავნეს მას მტერთა მათ, არამედ ყოველივე სალმობაჲ და ვნებაჲ მათსავე თავსა მიექცა. და აქაცა იხილე, ვითარ განგებულებით საკჳრველნი საქმენი იქმნებოდეს: რამეთუ ისწავეს ერთმანერთისაგან და ასწავეს ურთიერთას მოგუთა მათ და ჰურია-თა; რამეთუ ჰურიათა ესმა მოგუთაგან, ვითარმედ ვარსკულავმან ქადაგა სპარსეთს შობაჲ ქრისტესი, და კუალად მოგუთა ისწავეს ჰურიათაგან, ვი-თარმედ რომელი-იგი ვარსკულავმან აუწყა მათ, ესე არს, რომელსა წინაწარმეტყუელნი პირველ მრავლისა ჟამისა ქადაგებდეს, და გამოკითხვაჲ იგი მოძღურებისა მიზეზ განცხადებულისაჲ ექმნა ორთავე. და მტერნი იგი ჭეშმარიტებისანი იძულებით...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი II
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
2:3-6 — ჰეროდეს შეშფოთება და მიქიას წინასწარმეტყველება:

3. ვითარცა ესმა ესე ჰეროდეს მეფესა, შეძრწუნდა, და ყოველი იერუსალჱმი მის თანა. - ჰეროდე შეშფოთდა, რადგან უცხო ტომისა იყო და თავისი სამეფო ხელისუფლების გამო შიშობდა, რომლისთვისაც, თვითონაც იცოდა, უღირსი იყო. მაგრამ იუდეველნი? ისინი რისთვისღა შეშფოთდნენ? იმათ ხომ, პირიქით, უნდა გახარებოდათ, რომ მეფე ეყოლებოდათ, რომელსაც თაყვანს სპარსეთის მეფენიც სცემდნენ, მაგრამ ბოროტება მართლაც რომ უგუნურია.

4. და შეკრიბნა ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა უკუე შობად არს ქრისტე? - მოძღვარნი ხალხისა განსწავლული ადამიანები იყვნენ, ვითარცა ისინი, რომელთაც ჩვენ გრამატიკოსებს ვუწოდებთ. ღმრთის განგებით, სწორედ მათ გამოჰკითხეს, რათა ჭეშმარიტება ეღიარებინათ, ამიტომ ისინი იმისთვისაც განისჯებიან, რომ ჯვარს აცვეს იგი, ვინც ადრე აღიარეს.

5. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ბეთლემს ჰურიასტანისასა, რამეთუ ესრეთ წერილ არს წინასწარმეტყუელისა მიერ. - რომელი წინასწარმეტყველისა? მიქიასი, რამეთუ იგი ამბობს:

6. და შენ, ბეთლემ, ქუეყანაჲ ეგე იუდაჲსი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა (

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის