მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 20:21

20. მაშინ ზებედეს ძეთა დედა თავისი ვაჟებითურთ მიეახლა მას, თაყვანს სცემდა და რაღაცას ევედრებოდა.21. მან უთხრა: რა გსურს? ხოლო ქალმა მიუგო მას: თქვი, რომ ეს ჩემი ორი ძე შენს სასუფეველში ერთი შენს მარჯვნივ, მეორე კი შენს მარცხნივ დაჯდეს.22. იესომ პასუხად თქვა: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ შესვათ სასმისი, რომელიც მე უნდა შევსვა? მათ თქვეს: შეგვიძლია.
მათეს სახარება თავი 20
21. მან უთხრა: რა გსურს? ხოლო ქალმა მიუგო მას: თქვი, რომ ეს ჩემი ორი ძე შენს სასუფეველში ერთი შენს მარჯვნივ, მეორე კი შენს მარცხნივ დაჯდეს.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუ, რაჲთა დავსხდეთ ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით“ (20,21).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: უმეცარ იყვნეს, რასა-იგი ითხოვდეს, რამეთუ უკუეთუმცა იცოდეს, ვერმცა იკადრეს ესე თხოად. ამისთჳს ეტყჳს უფალი: „არა იცით, რასა ითხოვთ“. ორსა საქმესა მოასწავებს სიტყჳთა ამით, თუ: „არა იცით, რასა ითხოვთ“: ერთად, რომელ მეუფებისათჳს იტყოდეს და დიდებისა ხილულისა, რომლისათჳს არცა ერთი სიტყუაჲ ეთქუა მათდა ქრისტესა, არცა რად შეერაცხა, არცა მეუფებისათჳს სოფლიოჲსა აღეთქუა მათდა; და ეტყჳს: „არა იცით, რასა ითხოვთ“, რამეთუ არა მითქუამს თქუენდა ამას საწუთროსა სუფევაჲ ხილული, და ვითარ ეძიებთ აქა? ხოლო მეორედ, უკუეთუ ჭეშმარიტსა მას სასუფეველსა დიდებისა ჩემისასა ითხოვთ მარჯუენით და მარცხენით დაჯდომასა, არავე იცით, ვითარ დიდ არს საქმე ეგე, ვითარ საკჳრველ, ვითარ უზეშთაეს არს საზომსაცა ზეცისა ძალთასა.

მათეს სახარების განმარტება - თავი XX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
20:17-23 — ვნების წინასწარმეტყველება და ზებედეს ძეთა თხოვნა:

17-21. და ვითარცა აღვიდოდა იესუ იერუსალჱმდ, წარიყვანნა ათორმეტნი იგი მოწაფენი თჳსაგან და მგზავრ ეტყოდა მათ: აჰა ესერა აღვალთ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილად. და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ტანჯვად და ჯუარ-ცუმად, და მესამესა დღესა აღდგეს. მაშინ მოუჴდა იესუს დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ ძეთა მისთა თანა, თაყუანის-სცემდა მას და ითხოვდა რასმე მისგან. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: რაჲ გნებავს? ჰრქუა მას: თქუ, რაჲთა დასხდენ ორნი ესე ძენი ჩემნი ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა სასუფეველსა შენსა. - ზებედეს ძენი ფიქრობდნენ, რომ უკეთუ უფალი იერუსალიმში წავიდოდა, ამქვეყნიური მეფე გახდებოდა, რადგან ხშირად ესმოდათ, როგორ ამბობდა: იერუსალიმში ავიდეთო. განიზრახეს რა კაცობრივად, დედა დაარწმუნეს მისულიყო მასთან, რადგან თვითონ აშკარად მისვლისა შერცხვათ, თუმცა, როგორც მარკოზი გვამცნობს, ფარულად თვითონაც მივიდნენ. იგი გვეუბნება: მივიდნენ მასთან იაკობი და იოვანე, ე. ი. ისინი შეუმჩნევლად და ფარულად მისულან.

22. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა იცით რასა ითხოვთ. ძალ-გიცა შესუმად სასუმელი,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის