მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 20:24

23. ხოლო იესომ უთხრა მათ: ჩემს სასმისს შესვამთ, მაგრამ მე როდი მომეცა, თუ ვინ დაჯდება ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ, არამედ ვისთვისაც ეს გამზადებულია ჩემი მამის მიერ.24. ამის მოსმენისას ათი მოწაფე რისხვით აღივსო ორივე ძმის მიმართ.25. ხოლო იესომ მიიხმო ისინი და უთხრა: თქვენ იცით, რომ ხალხთა მთავარნი მბრძანებლობენ მათზე, და დიდებულნი განაგებენ მათ.
მათეს სახარება თავი 20
24. ამის მოსმენისას ათი მოწაფე რისხვით აღივსო ორივე ძმის მიმართ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა ესმა ესე ათთა მათ, განრისხნეს ორთა მათ ძმათათჳს“ (20,24).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვიდრემდის ქრისტე პატივ-სცემდა მათ უფროჲს ყოველ-თა, დაღაცათუ გონებით უმძიმდა სხუათა მათ, არამედ დუმნეს და არას იტყოდეს, რამეთუ ეშინოდა უფლისაგან და ჰრცხუენოდა; და პეტრესცა მიმართ კაცობრივი რაჲმე შეემთხჳა მათ, ოდეს-იგი ხარკისა მიცემაჲ უბრძანა, გარნა არა განრისხნეს, არამედ ჰკითხეს ხოლო, „ვინ-მე უფროჲს იყოსო“; ხოლო აწ თხოასა ამას ზედა ორთა მათ ძმათასა განრისხნეს და არცა აწ იკადრეს გულისსიტყჳსა მის გამოჩინებად, ვიდრემდე ქრისტემან ამხილა, ვითარმედ: არა ეგების სხუაებრ პატივისა მის უზეშთაესისა მიმ-თხუევად, გარნა ჩუენებითა უმეტესისა მოღუაწებისაჲთა. მაშინ ათთა მათცა გამოაჩინეს გულისსიტყუაჲ მისი.

ჰხედავა, ვითარ ჯერეთ არა მიწთომილ იყვნეს სრულებისა საზომსა, არამედ ორნი იგი უჴდებიან ათთა მათ, და იგინი ეშურებიან ორთა მათ? გარნა, ვითარცა ვთქუ, ამისა შემდგომად მიხედენ მათ, ვითარ ამაღლდეს ყოველთაგან კაცობრივთა ვნებათა და გულისსიტყუათა. რამეთუ იხილო იოვანე, რომელი აწ ესრეთ ითხოვდა, ვითარ ყოველსა ადგილსა უხუცესობასა პეტრეს მისცემდა - სწავლათაცა შინა და სასწაულთაცა, ვითარცა საქმე...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
20:24-28 — ჭეშმარიტი სიდიადე მსახურებაშია:

24-28. ვითარცა ესმა ესე ათთა მათ, განრისხნეს ორთა მათ ძმათათჳს. ხოლო იესუ მოუწოდა მათ და ჰრქუა: უწყითა, რამეთუ მთავარნი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, და დიდ-დიდნი ჴელმწიფებენ მათ ზედა? ხოლო თქუენ შორის არა ეგრეთ იყოს, არამედ რომელსა უნებს თქუენ შორის დიდ ყოფაჲ, იყავნ თქუენდა მსახურ; და რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფაჲ, იყოს იგი თქუენდა მონა. ვითარცა ძე კაცისაჲ არა მოვიდა, რაჲთამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთათჳს. - როცა ათმა მოწაფემ დაინახა, ქრისტემ ორს როგორ უსაყვედურა, განრისხდნენ, რითაც ნათელი გახდა, რომ ისინიც იმავე პატივს ესწრაფვოდნენ. მოწაფეები ჯერ კიდევ იმდენად არასრულყოფილნი იყვნენ, რომ ორი მათგანი დანარჩენ ათზე ამაღლებას ცდილობდა, ხოლო იმ ათს ამ ორისა შურდა. რადგანაც ათნი, რომელთაც ეს სიტყვები მოისმინეს, აღშფოთდნენ, უფალმა მათ მოუწოდა და ვიდრე საუბარს დაიწყებდა, უკვე ამ მოწოდებით დაამშვიდა. თუ მანამდე ზებედეს ძენი სხვებს გამოეყვნენ, რომ მასთან ესაუბრათ, ახლა თვითონ ყველას ერთად მიმართა. იცოდა რა, რომ სხვებზე მეუფებისა და პირველობის სიყვარული მეტისმეტად ძლიერია და ამიტომაც მისთვის...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის