თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარმედ ყოველივე იგი მათთჳს იქმნა? რაჲთა სასოებისა ძალი შეიმოსონ და არა ეშინოდის მავნებელთა და მა-ჭირვებელთა მათთაგან, არამედ ცნან, ვითარმედ ჴელ-ეწიფების უფალსა მათსა, უკუეთუ ენებოს, წინააღმდგომთა მათთა ტანჯვაჲ ძალითა წამისყოფისა თჳსისაჲთა. ამისთჳს ორგზის აწ ჰრქუა სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: უკუეთუ შეუორგულებელითა სარწმუნოებითა ილოცვიდეთ, ყოველივე მოგეცეს თქუენ, რაჲცა ითხოოთ, ვიდრე მთათა ცვალებადმდე, და სხუათა უაღრესთა სასწაულთა აღასრულებდეთ.
19. დაინახა გზის პირას ერთი ლეღვის ხე, და რაკი ზედ ფოთლების მეტი ვერაფერი ნახა, უთხრა მას: აღარასოდეს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე. და მაშინვე გახმა ლეღვის ხე.20. ეს რომ იხილეს, გაუკვირდათ მოწაფეებს და თქვეს: რა უცებ გახმა ლეღვის ხე?21. ხოლო იესომ პასუხად უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ გექნებათ რწმენა და არ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შესძლებთ, რაც დაემართა ლეღვის ხეს, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანებთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო, და მოხდება აგრე.
მათეს სახარება თავი 21