მაშინ, ოდეს-იგი თანაედვა ლმობიერებად მოსლვაჲ და განკჳრვებად დიდისა მისთჳს კაცთმოყუარებისა მისისა, ოდეს-იგი უჴმდა შეშინებაჲ მერმისა მისთჳს სასჯელისა, ოდეს გარდასრულთაგან თანაედვა მომავალისაცა დარწმუნებად და უკეთურებისაგან მოქცევაჲ, მაშინ უმეტესადღა გარდაჰმატეს სიბოროტე მათი. და ვინაჲთგან აღჳრ-სხმად უკეთურებისა მათისა ვერ უძლო, და კუალად განცხადებულად ჴელთა დასხმად ვერ იკადრებდეს, რამეთუ ერისა მისგან ეშინოდა, ამისთჳს ზრახვა-ყვეს ღონისა მოძიებად, რაჲთა სიტყჳთა საბრჴე უგონ მას და განდგომილებისა ბრალი შეჰჴადონ განდგომილთა მათ ღმრთისაგან.
მათეს სახარება 22:15
14. ვინაიდან მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი - რჩეულნი.15. მაშინ ფარისევლები წავიდნენ და მოითათბირეს, როგორ დაეჭირათ სიტყვაზე.16. ჰეროდელებთან ერთად მიუგზავნეს თავიანთი მოწაფეები და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით, რომ მართალი ხარ, სიმართლით გვასწავლი ღმრთის გზასაც და არც არავის არჩევ, ვინაიდან არ უყურებ სახეს კაცისა.
მათეს სახარება თავი 22