თ ა რ გ მ ა ნ ი: და ესეცა, თუ: „დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ მისი“, არა თუ სადუკეველთათჳს თქუა. ნუ იყოფინ! არამედ იგინი იძლინეს და სირცხჳლეულნი წარვიდეს, ხოლო ერმან მან მარტივმან, რომელნი არა უკე-თურებითა შეპყრობილ იყვნეს, მიიღეს სარგებელი, რამეთუ „დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ მისი“.
მათეს სახარება 22:33
32. მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა. ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ - ცოცხლებისა.33. ისმენდა ხალხი და უკვირდა მისი მოძღვრება.34. ხოლო როდესაც ფარისევლებმა გაიგეს, სადუკეველებს ხმა ჩააკმენდინაო, ერთად შეიკრიბნენ.
მათეს სახარება თავი 22