თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თუ ამისთჳს არს ვაჲ მათდა, რომელ აღაშენებენ საფლავებსა წინაჲსწარმეტყუელთასა და შეამკობენ მოსაჴსენებელსა მათსა, ანუ რომელ აბრალებენ მკლველთა მათთა, არამედ ამისთჳს არს ვაჲ მათდაო, რომელ საქმეთა მათ და სიტყუათა ესევითართა მიერ იჩემებენ ბრალობასა მამათა მათთასა, და იგინი უძჳრესსა მათთასა იქმან. და რაჲთა სცნათ, ვითარმედ იჩემებდეს სიტყუათა მათ და არა ჭეშმარიტებით იტყოდეს, ისმინეთ ლუკაჲსი, ვითარ იტყჳს: „ეწამებით სადმე და თანასათნო-ეყოფითო საქმესა მამათა თქუენთასა, რამეთუ მათ მოსწყჳდნეს წინაჲსწარმეტყუელნი, და თქუენ საფლავთა მათთა აშენებთ“. - გამოაჩინებს უკუე და განაქიქებს გონებათა მათთა, თუ ვითარითა გულისსიტყჳთა აშენებდეს: არა პატივისათჳსო წინაჲსწარმეტყუელთაჲსა, არამედ საცნაურ-ყოფად მოკლვისა მათისა. ნუუკუე სიგრძესა ჟამისასა უცნაურ იქმნენ საფლავნი მათნი, და დაივიწყოს ბოროტისა მის კადნიერებისა მათისა მხილებაჲ. ესრეთ აშენებდეს საფლავთა მათ, ვითარცა საძლეველთა რათმე, და იქადოდეს საქმესა მას ზედა - წინაჲსწარმეტყუელთა კლვისასა. ესრეთ უკუე იტყჳს უფალი, ვითარმედ: აწინდელნი ესე...
მათეს სახარება 23:29
28. ასევე თქვენც გარეგნულად მართალნი ჰგონიხართ ხალხს, შიგნით კი სავსენი ხართ თვალთმაქცობითა და ურჯულოებით.29. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომელნიც აგებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს;30. და ამბობთ: ჩვენი მამების დროს რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდით მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში.
მათეს სახარება თავი 23