თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა ვერ თქუან, ვითარმედ: დაღაცათუ ქრისტე ჯუარს-ვაცჳთ, არამედ წინაჲსწარმეტყუელთა ზე თუმცა ვიყვენით, არა მცა თანაზიარ ვიქმნენით სისხლთა მათთა, ამისთჳს ეტყჳს უფალი, ვითარმედ: „აჰა ესერა სხუანიცა მოგივლინნე წინაჲსწარმეტყუელნი, ბრძენნი და მწიგნობარნი“. ესენი იყვნეს წმიდანი მოციქულნი, სავსენი მადლითა წინაჲსწარმეტყუელებისა და ნიშებისა და სასწაულებისაჲთა, რომელნი-იგი მოსწყჳდნეს და სდევნიდეს: იაკობ, ძე ზებედესი, მოკლეს მახჳლითა, ჴელი-თა ჰეროდესითა; იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ, განტჳნეს ტაძარსა შინა; სტეფანეს ქვაჲ დაჰკრიბეს; პეტრე შეკრეს ჯაჭჳთა მრჩობლითა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: სათნოებისათჳს ჰურიათაჲსა ქმნა ესე ბოროტმან ჰეროდე და შესუა იგი საპყრობილედ და მისცა ოთხთა ოთხეულთა ერისაგანთა ცვად. ესე ედვა გულსა, ვითარმედ დღეთა მათ შემდგომად ზატიკობისათა აღმოჰგუაროს იგი და მისცეს ჴელთა ერისათა, რამეთუ წადიერ იყვნეს მოკლვად მისა და წყურიელ იყვნეს სისხლისა მისისა დათხევად. კუალად პავლესთჳს დიდი მოსწრაფებაჲ დადვეს მოკლვად და შეჩუენებულ-ყვნეს თავნი თჳსნი არარაჲსა გემოჲს-ხილვად, ვიდრემდე...
მათეს სახარება 23:34
33. გველნო, იქედნეს ნაშიერნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?34. ამიტომ, აჰა, გიგზავნით წინასწარმეტყველთ, ბრძენთა და მწიგნობართ; და ზოგს მოჰკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს მათრახით სცემთ სინაგოგებში და ზოგსაც ქალაქიდან ქალაქად დაუწყებთ დევნას;35. რათა მოიწიოს თქვენზე ამ ქვეყნად დათხეული ყოველი მართალი სისხლი, აბელ მართლის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ბარაქიას ძისა, ზაქარიასი, რომელიც მოჰკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის.
მათეს სახარება თავი 23