თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ესმოდეს განსაცდელნი იგი იერუსალჱმსა ზედა მოწევნადნი და ვითარცა უცხოჲ რაჲმე საქმე აქუნდა; და ჰგონებდეს, თუ მათდა ყოვლადვე არარაჲ ძჳრი შემთხუევად არს, არამედ მოკლედ მიემთხუევიან სასუფეველსა ცათასა მათ სადმე დღეთა; ამისთჳს უფალი კუალად ჭირთა და განსაცდელთა შემთხუევასა აუწყებს, რაჲთა შეურვებულ იყვნენ და ფრთხილ გონებითა, რაჲთა არცა მაცთურთა და ცრუწინაჲსწარმეტყუელთაგან სცთებოდინ, არცა მოწევნადთა მათ განსაცდელ-თაგან დაიჴსნებოდინ. რამეთუ ორკერძო იყოსო ბრძოლაჲ: მაცთურთაგან და მბრძოლთაგან. და ნანდჳლვე ფრიადიცა იქმნა შფოთი ბრძოლათა მათგან ჰრომთაჲსა, რაჟამს მიეცა მათ ჴელმწიფებაჲ, და მოოჴრდებოდეს ქალაქნი, და აღიძრვოდეს მჴედრობანი. ხოლო სიტყუაჲ ესე, თუ: „გესმოდიან ბრძოლანი“, ბრძოლათა მათთჳს იერუსალჱმისათა თქუა, არა თუ ყოვლისა სოფლისათა, რამეთუ არა იყო მაშინ მათი სიტყუაჲ ანუ ზრუნვაჲ ბრძოლა-თათჳს სოფლისათა. და ესეცა საცნაურ არს, ვითარმედ უკუეთუმცა ბრძოლათათჳს სოფლისათა იტყოდა, არარაჲმცა საკჳრველი იყო ანუ ახალი რაჲმე საქმე, რამეთუ ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი სოფელსა შინა პირველითგანვე იყვნეს, და რაჲ სათქუმელ იყო ანუ...
მათეს სახარება 24:4
4-5. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ. - ამბობს, რომ მრავალი გამოჩნდება ისეთი, რომელიც თავს ქრისტედ გამოაცხადებს; მართლაც, დოსითეოს სამარიელი ამბობდა, მე ვარ ქრისტე, რომლის, ვითარცა წინასწარმეტყველის, შესახებ მოსემ იწინასწარმეტყველაო. ასევე, სიმონ სამარიელიც თავის თავს ღმრთის დიდ ძალას უწოდებდა.
6-8. და გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი, იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოველი ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული. რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და სრვანი და ძრვანი ადგილად-ადგილად. ხოლო ესე ყოველი დასაბამი სალმობათაჲ არს. - უფალი რომაელების იერუსალიმთან ბრძოლაზე საუბრობს. მაგრამ, - ამბობს იგი, - არა მხოლოდ ბრძოლები იქნება, არამედ შიმშილობაცა და ჭირიც, რითაც აჩვენებს, რომ იუდეველებზე ღმრთისგან მოვლენილი რისხვა მოაწევს. რადგან, უკეთუ ბრძოლებზე კიდევ შეიძლება თქმა იმისა, რომ მათ ადამიანთა ბოროტება წარმოშობს, შიმშილობა და ჭირი...
...). მაშ რაღას იძიებთ ზედმეტს, თუ დარწმუნებულნი ხართ? ხოლო რომ მომავალი უცნობია, ქრისტეს ნათქვამიდან ისწავლე; და რომ სწორედ ამისთვის თქვა, მოისმინე, რას ამბობს: „იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს.“ ()2 ამიტომაც ამბობდა პავლე: „რამეთუ რაჟამს თქუან: „მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ“, მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა მომსრველი, ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ, და ვერ განერნენ.“ () აქ სწორედ ის მოანიშნა, რაც მეორე ეპისტოლეშიც თქვა. ვინაიდან ესენი ჭირში იყვნენ, ხოლო მათ წინააღმდეგ მებრძოლნი განსვენებასა და განცხრომაში; შემდეგ თვითონ პავლე მათ ახლანდელ გასაჭირში აღდგომის სიტყვით ანუგეშებდა, ისინი კი წინაპართაგან მომდინარე აზრებს შეურაცხმყოფლად წარმოთქვამდნენ და ამბობდნენ. „როდის იქნება?"...
...ორად კი საყვირთა ხმა. როგორი ძრწოლა შეიპყრობს, როგორი შიში მოიცავს მიწაზე დარჩენილებს? რამეთუ „ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაშთეს.“ (); და კიდევ: „ერთი წარიყვანოს, და ერთი დაეტეოს.“ (). როგორი იქნება იმათი სული, როცა ერთებს აყვანილებს იხილავენ, ხოლო საკუთარ თავს დატოვებულებად დაინახავენ? განა ეს მათ ყოველ გეენაზე უფრო საშინლად არ შეძრავს? მაშ, სიტყვითვე დავუშვათ, რომ ეს უკვე დამდგარია. თუ უეცარი სიკვდილი, ქალაქების მიწისძვრები და მუქარები ჩვენს სულებს ასე აქცევს, მაშინ, როცა მიწას გაპობილსა და ყველა იმ ადამიანით სავსეს ვიხილავთ, როცა საყვირებს მოვისმენთ, როცა მთავარანგელოზის ხმას მოვისმენთ, რომელიც ყოველ საყვირზე ბრწყინვალეა, როცა ცას შეკრებილს ვიხილავთ, როცა თვით ყოველთა მეუფე ღმერთს მომავალს ვიხილავთ, როგორი იქნება ჩვენი სული? შევძრწუნდეთ, გთხოვთ, და შეგვეშინდეს, თითქოს ეს უკვე ხდება; თავს ნუ ვინუგეშებთ გადადებით, რადგან როდ...