თ ა რ გ მ ა ნ ი: ჭეშმარიტად საკჳრველებისა დიდისა ღირს იყო საქმე იგი, ესოდენი იგი სულგრძელებაჲ და სიმშჳდე სახიერისაჲ მის, და ვითარ არარას მიუგებდა, რომელსა ბევრეულნი აქუნდეს სიტყუანი გამომაჩინებელნი ჭეშმარიტებისანი და მამხილებელნი მათისა მის შურისანი. არამედ იხილნა, ვითარმედ სრულიად სასოწარკუეთილ იყვნეს, და ნეფსით თუალნი დაეწუხნეს და ყურნი დაეყვნეს, და არცა ამისაგან შეიგონეს, რომელ ვერცა ერთი ბრალი პოეს მის ზედა, არცა, იხილეს რაჲ იუდა მომშთვარი, შეიკდიმეს, არცა, ხედვიდეს რაჲ პილატეს, ვითარ ჴელნი დაიბანნა და თქუა: „უბრალო ვარი მე სისხლისაგან მაგისისა; თქუენ იხილეთ“, შე-შინდეს. ესრეთ მიეცნეს მათ თავნი თჳსნი ეშმაკისადა. ამისთჳს არარაჲ მიუგო უფალმან.
მათეს სახარება 27:14
13. მაშინ უთხრა მას პილატემ: არ გესმის, რამდენ რასმე გწამებენ?14. მაგრამ არცერთ სიტყვაზე არაფერი მიუგო მას; ასე რომ, დიდად უკვირდა მთავარს.15. ხოლო დღესასწაულზე ჩვევად ჰქონდა მთავარს, გაეთავისუფლებინა ხალხისთვის ერთი პატიმარი, რომელსაც მოისურვებდნენ.
მათეს სახარება თავი 27