თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან იხილა, ვითარმედ ქრისტე არარას მიუგებს, არცა განიმართლებს თავსა თჳსსა, სხუაჲ ღონე მოიპოვა, რაჲთამცა განარინა იგი, და ეტყჳს: უკუეთუ არა გნებავს, ვითარცა უბრალოჲსა განტევებაჲ, ბარე ვითარცა პყრობილი მიანიჭეთ ეგე დღესასწაულსა ამას. იხილეა წინაუკუმოჲ ესე წესი? გამოთხოვაჲ პყრობილისაჲ ერსა მას თანაედვა, და მინიჭებაჲ მთავრისაჲ იყო, ხოლო აწ წინააღმდგომი იქმნა, და მთავარი ჰპატიჟობს ერსა და ითხოვს მათგან, რაჲთა განუტეოს ქრისტე. და არა შეიკდიმეს უღმრთოთა მათ, არამედ უფროჲს ღაღადებდეს და ამბოხებდეს უმიზეზოდ და უბრალოდ, რამეთუ ემხილებოდა დუმილითა მისითა მათი იგი სიცბილი.
მათეს სახარება 27:16
15. ხოლო დღესასწაულზე ჩვევად ჰქონდა მთავარს, გაეთავისუფლებინა ხალხისთვის ერთი პატიმარი, რომელსაც მოისურვებდნენ.16. იმხანად ჰყავდათ ერთი ცნობილი პატიმარი, რომელსაც ერქვა ბარაბა.17. ამრიგად, როცა შეიკრიბნენ ისინი, უთხრა მათ პილატემ: ვინ გინდათ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე?
მათეს სახარება თავი 27