თ ა რ გ მ ა ნ ი: განიზრახეს და განაჩინეს და დაამტკიცეს, რაჲთა მოკლან მეუფე და მაცხოვარი ყოველთაჲ. ვაჲ სულსა მათსა! ხოლო არა უნდა მათ მოკლვაჲ მისი ზემოთქუმულისა მის მიზეზისათჳს, და რამეთუ დღესასწაული დიდი იყო; ამისთჳს მიიყვანეს და მისცეს იგი მთავარსა. ხოლო შენ გულისჴმა-ყავ, ქრისტესმოყუარეო, ვითარ მოიწია საქმე იგი ჟამსა მას დღესასწაულისასა, რამეთუ ესე პირველითგანვე განწესებულ და განგებულ იყო, რაჲთა ოდეს სახე იგი და აჩრდილი იქმნებოდა, მაშინ აღესრულოს ჭეშმარიტებაჲცა.
მათეს სახარება 27:2
1. როცა ინათა, მღვდელმთავრებმა და ხალხის უხუცესებმა ბჭობა გამართეს იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი.2. შეკრეს იგი, წაიყვანეს, და მისცეს პონტიუს პილატეს, მთავარს.3. მაშინ, რა იხილა იუდამ, მისმა გამცემმა, რომ მსჯავრი დასდეს, შეინანა და დაუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებსა და უხუცესთ,
მათეს სახარება თავი 27