მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 27:20

19. და როცა სამსჯავრო სავარძელზე იჯდა, ცოლმა კაცის პირით შემოუთვალა: ნურაფერს დაუშავებ მაგ მართალს, ვინაიდან წუხელ სიზმარში ბევრი ვიტანჯე მის გამო.20. მაგრამ მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა წააქეზეს ხალხი, გამოეთხოვათ ბარაბა, ხოლო იესო გაეწირათ.21. და როცა მთავარმა ჰკითხა მათ: ვინ გინდათ გაგითავისუფლოთ ამ ორთაგანო, ხალხმა მიუგო: ბარაბა.
მათეს სახარება თავი 27
20. მაგრამ მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა წააქეზეს ხალხი, გამოეთხოვათ ბარაბა, ხოლო იესო გაეწირათ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ დადგა წინაშე მთავრისა მის. და ჰკითხა მას მთავარმან მან: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? ხოლო იესუ ჰრქუა: შენ იტყჳ. და შესმენასა მას მღდელთმოძღუართასა და მოხუცებულთასა არარაჲ მიუგო“ (27,11-12).

იცოდეს მღდელთა მათ სიცრუისათა და მოხუცებულთა მათ, და-ძუელებულთა უშჯულოებითა, ვითარმედ პილატეს არაჲ ზრუნვაჲ აქუნდა საქმეთათჳს შჯულისათა, რამეთუ კაცი იყო წარმართი; ამის-თჳს ესე შესმენაჲ წინაუყვეს, ვითარმედ: მეფედ ქადაგებს თავსა თჳსსა, რაჲთამცა ესრეთ თანამდებ სიკუდილისა ყვეს, რამეთუ ესე ოდენ იყო საძიებელ მათა; ამისთჳს სამოსელიცა დაიპო მღდელთმოძღუარმან მან მზაკუვარმან. რამეთუ ჰურიათა შორის რაჲ იყო, ესე დასდვეს ბრალი, თუ ძედ ღმრთისა იტყჳსო თავსა თჳსსა. იცოდეს, ვითარმედ იგი არს ძე ღმრთისაჲ, არამედ შურმან დააბნელნა იგინი; ხოლო აქა კუალად მეფობისა სახელი დასწამეს.

ამისთჳს ჰრქუა პილატე: „შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ? ხოლო იესუ ჰრქუა: შენ იტყჳ“. აღიარა, ვითარმედ მეუფჱ არს, გარნა მეუფჱ ზეცათაჲ, ვითარცა იოვანე უმეტესად გუასწავებს სიტყუასა მისსა პილატეს მიმართ და იტყჳს: „ჰრქუა მას იესუ: მეუფებაჲ ჩემი არა არს ამის სოფლისაგან....

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
27:19-26 — პილატეს ცოლის ჩვენება, ბარაბას გათავისუფლება და განაჩენი:

19-26. და ვითარცა დაჯდა პილატე საყდართა ზედა, მიუვლინა მას ცოლმან მისმან და ჰრქუა მას: არარაჲ ძეს შენი და მართლისა მაგის კაცისაჲ, რამეთუ მრავალი მევნო მე დღეს ჩუენებით მაგისთჳს. ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ და მოხუცებულთა არწმუნეს ერსა მას, რაჲთა გამოითხოონ ბარაბა, ხოლო იესუ წარწყმიდონ. მიუგო მთავარმან მან და ჰრქუა მათ: ვინ გნებავს ორთა ამათგანი, და მიგიტეო თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: ბარაბა. ჰრქუა მათ პილატე: რაჲ უკუე იყო იესუს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე? ჰრქუეს მას ყოველთა: ჯუარს-ეცჳნ. ხოლო მთავარმან ჰრქუა მათ: და რაჲ ბოროტი უქმნიეს? ხოლო იგინი უმეტეს ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-ეცჳნ. ვითარცა იხილა პილატე, რამეთუ არარას არგებს, არამედ უფროჲსღა შფოთი იქმნების, მოითხოვა წყალი და დაიბანა ჴელნი წინაშე ერისა მის და თქუა: უბრალო ვარ მე სისხლისაგან მაგისასა, თქუენ იხილეთ. და მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუეს: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა. მაშინ მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს შოლტითა სცა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-ეცუას. - ჰოი საოცრებავ! პილატესაგან განსჯილმა მისი ცოლი შეაშინა. თვითონ კი არ ნახა სიზმარი, არამედ ცოლმა, ან იმიტომ, რომ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის