თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს ქმნა ესე პილატე? ვინაჲთგან ჯუარ-ცუმად მისცემდა, შოლტითა რაჲსათჳსღა სცა? ამისათჳს, რაჲთა ჰურიანი მოიმადლნეს. ესოდენ უგუნურ იყო, ესოდენ ცოფ, არა გულისჴმა-ყვნა სასწაულნი მისნი და საკჳრველებანი იგი, ძჳრუჴსენებლობანი და დუმილი მისი ყოველთა მათ შესმენათა ზედა, რომელ-იგი კმა იყო ქვათაცა მოდრეკად. რამეთუ ვინაჲთგან ლოცვითა მით და შეწუხებითა და მრავლითა სახითა კაცებაჲ აჩუენა, აწ კუალად დუმილითა მით და შეურაცხებითა შესმენათა მათთაჲთა უზეშთაესსა მას საზომსა აჩუენებს, რაჲთა გულისჴმა-ყონ, ხოლო იგინი ყოვლადვე მოუდრეკელ იპოვნეს. რამეთუ ოდეს ვნებისა რაჲსაგანმე დაითროს სული, ძნელ არს განღჳძებაჲ და განფრთხობაჲ მისი.
მათეს სახარება 27:26
25. მიუგო მთელმა ხალხმა და უთხრა: ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე მაგისი სისხლი.26. მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაამათრახებინა და ჯვარზე საცმელად მისცა მათ.27. მაშინ მთავრის ჯარისკაცებმა პრეტორიუმში წაიყვანეს იესო, და გარს შემოერტყა მთელი რაზმი.
მათეს სახარება თავი 27