თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იოსებ პირველ ფარულად იყო მოწაფე იესუჲსა, ხოლო აწ, შემდგომად სიკუდილისა მისისა, დიდი კადნიერებაჲ აჩუენა; რამე-თუ არა უჩინოთაგანი იყო, არამედ კაცი იყო წარჩინებული და შუენიერი მზრახვალი; და დადვა თავი თჳსი სიკუდილდ და მტერობაჲ ყოვლისა მის შესაკრებელისა მიმართ თავს-იდვა სიყუარულისათჳს ქრისტესისა. შევიდა პილატესა და ითხოა გუამი ქრისტესი ახოვნებით და მოწლედ. რამეთუ იხილა რაჲ, ვითარმედ აღასრულა მოძღუარმან მან სახიერმან და მეუფემან კაცთმოყუარემან ყოველივე განგებულებაჲ ცხორებისა ჩუენისაჲ და ნეფსით თჳსით ჯუარს-ეცუა და განპყრობითა მით ჴელთაჲთა შეაერთნა დაბადებულნი, და უხილავნი იგი ბოროტნი სულნი უკეთურებისანი განაქიქნა ვნებითა ჴორცთა თჳსთაჲთა, და ინება ხილვად გემოჲ სიკუდილისაჲ ბუნებითა მით კაცობრივითა, რაჲთა უკუდავებაჲ მოგუმადლოს ჩუენ; მაშინ მიიდრიკა წმიდაჲ იგი თავი მისი და უბრძანა სიკუდილსა, ვითარცა მონასა, მისლვად წმიდათა მათ ჴორცთა მისთა მიმართ. ხოლო იგი შეძრწუნებით, ვითარ მონაჲ, მოვიდა მონებად სამეუფოსა მას ბრძანებასა. მაშინ წმიდანი იგი ჴორცნი, რომელნი საშინელ იყვნეს ქერაბინთა მიერ და შესაძრწუნებელ სერაბინთა, მიეცნეს...
მათეს სახარება 27:59
54-56. ხოლო ასისთავმან მან და მისთანათა, რომელნი სცვიდეს იესუს, იხილეს რაჲ ძრვაჲ იგი რაჲ-იგი იქმნა, შეეშინა ფრიად და იტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ იყო ესე. იყვნეს მუნ დედანიცა მრავალნი, რომელნი შორით ხედვიდეს, რომელნი შეუდგეს იესუს გალილეაჲთ და ჰმსახურებდეს მას. რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალინელი და მარიამ იაკობისი და იოსეს დედაჲ და დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ. - სასწაულთა წყალობით, წარმართმა ასისთავმაც ირწმუნა იმათთან ერთად, ვინც იმ დროს იქ იყო. იუდეველები კი, რომელნიც წინასწარმეტყველებსა და სჯულს უსმენდნენ, ურწმუნოებად დარჩნენ. ასეთია ბოროტი მედიდურობა! შემდეგში ეს ასისთავი ქრისტესათვის ეწამა კიდეც. როცა ქალებმა იხილეს, რაც მოხდა, ეს თანაგრძნობის უნარით ყველაზე აღმატებული და გაკიცხული მოდგმა, სიკეთეთა განჭვრეტით ყველაზე ადრე დატკბა. ისინი მამაცურად იდგნენ მაშინაც კი, როცა მოწაფენიც გაიქცნენ. მარიამში - იაკობისა და იოსეს დედაში, მახარებელი ღმრთისმშობელს გულისხმობს, რადგან იაკობი და იოსე იოსების შვილები იყვნენ პირველი ცოლისაგან, რამდენადაც ღმრთისმშობელი იოსების ცოლად იწოდებოდა, შესაბამისად ამისა, იგი მისი შვილების დედადაც, ანუ...
დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის