1.ხოლო შაბათის დამლევს, კვირის პირველი დღის განთიადისას, მოვიდა მარიამ მაგდალელი და მეორე მარიამიც სამარხის სანახავად.2.და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, ვინაიდან უფლის ანგელოზი ჩამოეშვა ზეცით, მივიდა, სამარხის კარიდან გადააგორა ლოდი და ზედ ჩამოჯდა.3.სახე მისი იყო როგორც ელვა და სამოსი მისი - სპეტაკი, როგორც თოვლი.4.მისი შიშით შეძრწუნდნენ საფლავის მცველნი და მკვდრებს დაემგვანენ.
5.მიმართა ანგელოზმა ქალებს და უთხრა: ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ.6.აქ აღარ არის, არამედ აღდგა, როგორც თქვა: მოდით და იხილეთ ის ადგილი, სადაც ესვენა.7.დაუყოვნებლივ წადით, და უთხარით მის მოწაფეებს, რომ მკვდრეთით აღდგა და წინ მიგიძღვით გალილეისკენ; იქ იხილავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ.8.ხოლო ისინი მსწრაფლ გამოვიდნენ სამარხიდან, შიშითა და დიდი სიხარულით მირბოდნენ, რათა ეუწყებინათ მისი მოწაფეებისათვის.
9.და, აჰა, შემოხვდა მათ იესო და უთხრა: გიხაროდეთ! ხოლო ისინი მივიდნენ, მუხლებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას.10.მაშინ უთხრა მათ იესომ: ნუ გეშინიათ; წადით, აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ გალილეას წავიდნენ და იქ მიხილავენ.
11.და როცა ისინი წავიდნენ, აჰა, ზოგიერთი დარაჯთაგანი ქალაქში შევიდა და მოახსენა მღვდელმთავრებს ყველაფერი, რაც მოხდა.12.ხოლო ისინი შეიკრიბნენ უხუცესებთან ერთად, ბჭობა გამართეს, დიდძალი ფული მისცეს ჯარისკაცებს13.და უთხრეს: თქვით, რომ მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და, ვიდრე გეძინათ, მოიპარეს იგი.14.და თუ ეს ხმა მიაღწევს მთავრამდე, ჩვენ დავარწმუნებთ მას და უსიამოვნებისაგან გიხსნით.15.მათაც აიღეს ფული და ისე მოიქცნენ, როგორც დარიგებულნი იყვნენ. და გავრცელდა ეს ხმა იუდეველთა შორის დღევანდელ დღემდე.
16.ხოლო თერთმეტი მოწაფე გალილეას წავიდა, იმ მთაზე, იესომ რომ დაუთქვა მათ.17.იხილეს იგი და თაყვანი სცეს; ხოლო ზოგიერთი შეეჭვდა.18.მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც.19.მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით;20.ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მწუხრი შაბათსა, რომელი განთენებოდა ერთშაბა-თად, მოვიდა მარიამ მაგდანელი და სხუაჲ იგი მარიამ ხილვად საფლავისა. და აჰა ძრვაჲ იყო დიდი, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ გარდამოჴდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და დაჯდა მას ზედა. იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი“ (28,1-3).
გუაკურთხენ, უფალო! კურთხეულ არს სუფევაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1-8. ხოლო მწუხრი შაბათთასა, რომელი განთენდებოდა ერთშაბათად, მოვიდა მარიამ მაგდალინელი და სხუაჲ იგი მარიამ ხილ ვად საფლავისა მის. და აჰა ძრვაჲ იყო დიდი, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ გარდამოჴდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და დაჯდა მას ზედა. ხოლო იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი. ხოლო საშინელებისაგან მისისა შეძრწუნდეს მცველნი იგი და იქმნნეს, ვითარცა მკუდარნი. მიუგო ანგელოზმან მან...
ღვთივრჩეულთა ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა, მოძღვართა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, პატიოსან ბერ-მონოზონთა და ყოველთა კურთხეულთა შვილთა მიმართ საქართველოს წმიდა ავტოკეფალური მართლმადიდებელი და სამოციქულო ეკლვსიისათა, მკვიდრთა საქართველოისა და მცხოვრებთა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ
მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა ()
ძვირფასნო და ქრისტე იესოს მიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს::
...ოწაფეებმა მსწრაფლ დაივიწყეს თავიანთი მოძღვრის დარიგებანი, დაივიწყეს ის სასწაულნი, რისი მომსწრენიც თავად იყვნენ. მწუხარება და გულგატეხილობა დაეუფლა მათ... „და აჰა ძრვაჲ იყო დიდი“ და გარდამოხდა ზეცით სხივმოსილი ანგელოსი უფლისა, „ხოლო იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი“ (). და იქმნა იგი მოწმე სახილველისა განსაკრთომელისა:
ქრისტე აღდგა!
აღორძინდა რწმენა მოციქულთა, განახლდა იმედი.
რა საოცარი და უჩვეულო ძალისაა ეს სიტყვები, ასე ხშირად რომ წარმოვთქვამთ ამ დღეებში:
ქრისტე აღდგა!
ქრისტეს აღდგომის მნიშვნელობა ამ მოვლენის სიდიადესა და განსაკუთრებულობაშია. იგია სასწაული სასწაულთა შორის, რომელიც კი ოდესმე უხილავს ან სმენია კაცობრიობას; იგია ქვაკუთხედი ქრისტიანობისა, რამეთუ „უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი“ ().
„დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!“
ზატიკის ამ ბრწყინვალე დღეებში ჩვენს წინაშე კვლავ მთელი სიმძაფრით დგება რთული, ზოგიერთისთვის გადაუჭრელი კითხვები, დასაბამიდან რომ აღელვებდა ადამის ძეს: ვინ ვართ, საიდან მოვედით, რისთვის ვართ მოწოდებულნი და - საით მივემართებით...
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმოყვარე და ღვთივკურთხეულ სამწყსოს:
...სტეს ბრწყინვალე აღდგომისა.
მათე მოციქული გვამცნობს, თუ როგორ ახარა უფლის საფლავთან გათენებისას მისულ მენელსაცხებლე დედათ ღვთის ანგელოზმა:ნუ გეშინინ თქუენ, ვიცი, რამეთუ იესოს ნაზარეველსა ჯუარ-ცუმულსა ეძიებთ, არა არს აქა, რამეთუ აღდგა... და ადრე წარვედით და უთხრათ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ აღდგა მკუდრეთით ().
მას შემდეგ აი უკვე ოცი საუკუნეა, რაც ქრისტეს აღდგომის სიხარული თაობიდან თაობას გადაეცემა. ამ არამიწიერი, ულევი სიხარულით აღვსილი მეც სიყვარულით მოგილოცავთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგა იგი ახლობელთა და შორეულთა, დიდთა და მცირეთა, ძლიერთა და უძლურთათვის, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრებაჲ საუკუნოჲ ().
ჩვენთვის, ადამიანებისათვის, ჩვენი ხსნისა და ცხოვრებისათვის აღესრულა ეს ყოველივე. ადამიანი ხომ ყველაზე ძვირფასია ქმნილებათა შორის. იგი არის დიადიც და ძალიან მცირეც. მასშია ზეცის სიმაღლე და სიმდაბლე ჯოჯოხეთისა. ცხოვრება განსაცდელია; მიზანი - განღმრთობა. ოღონდაც მარადიული ნეტარება ამქვეყნიური ყოფით, ღვთის მცნებისა და ნების აღსრულებით უნდა დავიმკვიდროთ, ჩვენი კუთვნილი ჯვრის უდრტვინველი ტარებით უნდა მოვიპოვოთ.
...ს ნაზარეველსა ჯუარ-ცუმულსა ეძიებთ... აღდგა ვითარცა თქუა, მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა დაიდვა უფალი** (მათე 28,5-6; მარკოზი 16,6; ლუკა 24,6); მენელსაცხებლენი სიხარულითა და თრთოლვით წამოვიდნენ და აუწყეს მოციქულებს: და ვითარ იგი მივიდოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა, და აჰა, იესო შეემთხვა მათ და ჰრქუა: გიხაროდენ! (). როგორი აუწერელი სიხარული განიცადეს მათ იმჟამს. ისინი მიდიოდნენ, რათა ეხილათ უსულო გვამი მაცხოვრისა, ხოლო პოვეს მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე. იესო ქრისტეს აღდგომა აუწყეს ქვეყანას აგრეთვე მოციქულებმა, რომელთაც მაცხოვარი არაერთხელ გამოეცხადა სიტყვებით: მშვიდობა თქვენთანა! განსაკუთრებით საყურადღებოა მოციქული თომას მოწმობა, რომელმაც თქვა: უკეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამშჭუალთაი და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა სამსჭუალთასა, და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არა სადა მრწმენეს (). მაცხოვარმა არ დასტოვა იგი ურწმუნოებაში და შეიწყალა. რვა დღის შემდგომ უფალი კვლავ გამოეცხადა მოციქულებს და უთხრა: „მშვიდობა თქვენთანა!“ შემდეგ მიმართა მოციქულ თომას და ჰრქუა: **მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ჴელჩი ჩემნი და მოიღე ჴელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა, და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწ...