თ ა რ გ მ ა ნ ი: ნათელ-იღო იესუ და აღმოვიდა წყლისაგან, რამეთუ თანააღმოჰყვანდა ყოველივე ბუნებაჲ კაცთაჲ, დანთქმული ცოდვითა, და იხილნა ცანი განხუმულნი, რომელნი დაუჴშნა ადამ თავსა თჳსსა და შვილ-თა თჳსთა, ვითარცა-იგი მახჳლითა მით ცეცხლისაჲთა სამოთხე, და სული წმიდაჲ ეწამებოდა ღმრთეებასა მას ძისასა, რამეთუ მსგავსისა მის ზედა მოვიდოდა, და ჴმაჲ იყო ზეცით, რამეთუ ზეცითცა გარდამოჴდა ცხორებად კაცთა, ნათელღებული იგი იოვანესგან. რამეთუ ვინაჲთგან მრავალნი ჰგონებდეს, თუ იოვანე უმეტეს არს ქრისტესსა ამისთჳს, რომელ-იგი სიყრმითგანვე უდაბნოთა აღზრდილ იყო და ძე იყო მღდელთმოძღურისაჲ და სამოსლითა უცხოჲთა მოსილ იყო და ყოველთა ნათლის-ღებად მოუწოდდა, და ბერწისაგან იცოდეს ყოველთა შობაჲ მისი, ხოლო ქრისტესი ქალწულისაგან შობაჲ არა მრავალთა მიერ საცნაურ იყო ჯერეთ, არამედ ჰგონებდეს წესითა მით ბუნებითითა შობილად და აღზრდილად კაცთა შორის, რამეთუ ერსა შორის იქცეოდა და სამოსელი ემოსა მსგავსი ყოველთაჲ, ამის ესევითარისათჳს ჰგონებდეს მას უდარეს იოვანესა, რამეთუ არარაჲ იცოდეს საიდუმლოთაგანი. ხოლო მაშინ მოვიდაცა და ნათელ-იღო იოვანესგან, რომელ-იგი უმეტესად დაამტკიცებდა...
მათეს სახარება 3:16
15. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: დე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ მთელი სიმართლე. მაშინღა მიუშვა იგი.16. და როცა მოინათლა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან, და, აჰა, გაეხსნენ მას ცანი და იხილა სული ღმრთისა, დაბლა რომ ეშვებოდა მტრედივით და გადმოდიოდა მასზე.17. და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე.
მათეს სახარება თავი 3