რომელნი არიან დღენი იგი, რომელ იტყჳს, თუ: „მათ დღეთა შინა“? რამეთუ არა თუ მათ დღეთა, ოდეს იესუ ყრმაღა იყო და ნაზარეთად მოვიდა ეგჳპტით, იქმნა ქადაგებაჲ იგი იოვანესი, არამედ შემდგომად ოცდაათისა წლისა, ვითარცა ლუკა წამებს. ვითარ უკუე ამან მახარებელმან, აღასრულა რაჲ თხრობაჲ იგი შობისათჳს უფლისა და თქუა ეგჳპტედ შთასლვაჲ და კუალად ჰურიასტანს მოსლვაჲ და ნაზარეთს დაშენებაჲ, მეყსეულად დაურთო: „მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელიო“? წეს არს წერილთა შინა მარადის ესევითარისა სახისა ჴმარებად, არა მათ საქმეთათჳს ხოლო, რომელნი პირველთქუმულსა მას შეუდგებოდინ, არამედ მათთჳსცა, რომელნი შემდგომად მრავლისა ჟამისა აღესრულებოდინ, იტყჳს მრავალგზის წერილი ესრესახედ, ვითარცა-ესე აწ ქმნა მახარებელმან. ამისთჳსცა, ოდეს-იგი ჯდა უფალი მთასა ზეთისხილთასა და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და ჰკითხვიდეს, თუ ოდეს იყოს დარღუევაჲ იგი იერუსალჱმისაჲ, ანუ ოდეს იყოს მეორედ მოსლვაჲ მისი, უწყით, თუ რავდენი განყოფილებაჲ იყო და რავდენი სიშორე შორის ჟამისა მის იერუსალჱმისა წარტყუენვისა და მეორედ მოსლვისა უფლისა, ხოლო უფალმან მიუთხრა რაჲ დარღუევისათჳს იერუსალჱმისა და აღასრულა...
მათეს სახარება 3:2
1. ხოლო იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი იუდეის უდაბნოში საქადაგებლად.2. და ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი.3. რადგან ეს არის, ვისთვისაც ითქვა ესაია წინასწარმეტყველის მიერ: ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი.
მათეს სახარება თავი 3