თ ა რ გ მ ა ნ ი: ვიდრემდის ბრძოლაჲ იგი აღესრულებოდა, არა შეუნდო ანგელოზთა გამოჩინებად, რაჲთა არა განაფრთხოს ნადირი იგი, რომლისა მონადირებაჲ ენება. ხოლო ვინაჲთგან ყოვლით კერძო არცხჳნა მტერსა მას და იოტა, მაშინღა გამოჩნდეს ანგელოზნი, რაჲთა სცნა შენ, ღმრთისმოყუარეო, ვითარმედ ოდეს მძლე ექმნა ბრძოლასა ეშმაკისასა მადლითა ქრისტესითა, შენ ზედაცა ანგელოზნი მოვიდენ მაქებელად და გჳრგჳნოსანმყოფელად. ეგრეთ წერილ არს ლაზარესთჳსცა, ვითარმედ შემდგომად გამოჴურვებისა მის საჴუმილითა გლახაკობისა და სიყმილისა და იწროებისაჲთა წარიყვანეს იგი ანგელოზთა და მიიყვანეს წიაღთა აბრაჰამისთა. რამეთუ, ვითარცა მითქუამს, უმრავლესთა მათ საქმეთა სამოძღურებელად ჩუენდა იქმოდა უფალი, რაჲთა გჳჩუენოს, ვითარმედ ჩუენ ზედაცა ესრეთ იქმნების.
მათეს სახარება 4:11
10. მაშინ მიუგო მას იესომ: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე.11. მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა, და აჰა, ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას.12. ხოლო როდესაც გაიგო იესომ, იოანე შეუპყრიათო, გალილეას გაემართა.
მათეს სახარება თავი 4