მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 4:5

4. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: დაწერილია: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან.5. მაშინ ეშმაკმა წაიყვანა იგი წმიდა ქალაქში, დააყენა ტაძრის ქიმზე6. და უთხრა: თუ ძე ხარ ღვთისა, გადავარდი აქედან, რადგანაც დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს შენს გამო, და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი.
მათეს სახარება თავი 4
5. მაშინ ეშმაკმა წაიყვანა იგი წმიდა ქალაქში, დააყენა ტაძრის ქიმზე
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან“ (4,1).

რომელ არს ჟამი იგი აღყვანებისა მისისაჲ უდაბნოდ, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „მაშინ იესუ აღიყვანა უდაბნოდ სულისაგან“? შემდგომად გარდამოსლვისა მის ზედა სულისა წმიდისა, შემდგომად ჴმისა მის ზეცით მოსრულისა, რომელი წამებდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ“, აღმოიყვანა იგი უდაბნოდ სულმან წმიდამან; რამეთუ გესმას რაჲ, ვითარმედ: „აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან“, გულისჴმაყავ, ვითარმედ სულსა წმიდასა იტყჳს აღმყვანებელად იესუსსა უდაბნოდ, რამეთუ ვინაჲთგან ყოველსავე სწავლად ჩუენდა იქმოდა და თავს-იდებდა, თავს-იდვა აღსლვაჲცა უდაბნოდ სულითა წმიდითა, რომელი-იგი მარადის იყო მის თანა და არს და იყოს, ვითარცა ერთარსებით განუშორებელი.

და ესრეთ გულისჴმა-ყავ: იშვებოდა რაჲ ქალწულისაგან, მოვიდა ქალწულსა მას ზედა და ძალითა მადლისა თჳსისაჲთა შეჰმზადა ტაძარი იგი ჴორცთა უფლისათჳს, ვითარცა ახარებდა გაბრიელ, ვითარმედ: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა“. ნათელს-იღებდა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი IV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
4:5-7 — ცდუნება ტაძრის სართულზე:

5. მაშინ წარიყვანა იგი ეშმაკმან მან წმიდასა ქალაქსა და დაადგინა იგი სართულსა მას ზედა ტაძრისასა. - ეს იყო ტაძრის ნანილი, რომელთაც ჩვენთან ნეფი (ნავი) ეწოდება და რომელნიც ფრთებს მოგვაგონებენ.

6. და ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს, და ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი. - უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, - ამით ეშმაკი ეუბნება: მე არ მჯერა ხმისა, რომელიც ზეციდან იყო. თუ ძე ღმრთისა ხარ, მაჩვენე. - მართლაც წყეულო! ღმრთის ძე თუ იყო, თავს გადაიგდებდა? სიცოფით შეპყრობილთა გადაგდება - ეს შენს სისასტიკეს ახასიათებს, ღმერთს კი - ხსნა. ქრისტესთვის კი არ დაწერილა "ხელთა ზედა აღგიპყრან შენ ", არამედ წმინდანებისთვის, რომელთაც ანგელოზთა შემწეობა მართლაც სჭირდებათ; ხოლო ქრისტე, რომელიც ღმერთია, ამას არ საჭიროებს.

7. ჰრქუა მას იესუ: კუალად წერილ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი. - მშვიდად იგერიებს მას ქრისტე და ჩვენც გვასნავლის, რომ დემონებზე სიმშვიდით გავიმარჯვოთ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის