თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ერთგზის ადგილ-სცა უფალმან მოსლვად ეშმაკისა და ბრძოლად მისა, რაჲთა ჩუენ სახე წინააღდგომისა მისისაჲ გუასწაოს, არა ინება ყოვლადვე ჩუენებად მისა ძალი ღმრთეებისა მისისაჲ და უჩინო-ყოფაჲ მისი ანუ ქუესკნელთა შთაჴდაჲ და გეჰენიასა ცეცხლისასა შეყენებაჲ, რომელ-იგი ადვილ იყო წინაშე მისა, ვიდრეღა დაკამკამებაჲ თუალისაჲ. არამედ ენება, რაჲთა ყოველივე ღონე ბრძოლისა მისისაჲ წარმოიღოს მის ზედა და ყოველსა ზედა მძლე ექმნეს ბუნებითა მით კაცობრივითა, რამეთუ ვითარცა ვიტყჳთ, ვითარმედ ბუნებითა მით ჴორცთაჲ-თა ჭამა და სუა და დაიძინა და დაშურა, ეგრეთვე ბრძოლაჲცა ეშმაკისაჲ თავს-იდვა, რაჲთა ჩუენ ძლევისა მისისა სახე მოგუცეს და ძლეულებაჲ იგი ადამისი განკურნოს. ამისთჳს ადგილ-სცა ყოვლითავე ღონითა კუეთებად მისა, რაჲთა ყოვლით კერძო შეიმუსროს ძალი მტერისაჲ. ხოლო რაჲსათჳს თჳთოეულსა მას ბრძოლასა ზედა ამას სიტყუასა ჰყოფს მტერი დასაბამად: „უკუეთუ ძჱ ხარ უფლისაჲ“? რაჲ-იგი პირველთა მათ კაცთა ზე ქმნა, მასვე ჰბრძავს აქა ქმნად, რამეთუ ვითარცა მაშინ შეასმინა ღმერთი მათა მიმართ და ჰრქუა: „იცოდა ღმერთმან, რამეთუ რომელსა დღესა შჭამოთ ხისა მისგანი, აღგეხილნენ...
მათეს სახარება 4:6
5. მაშინ ეშმაკმა წაიყვანა იგი წმიდა ქალაქში, დააყენა ტაძრის ქიმზე6. და უთხრა: თუ ძე ხარ ღვთისა, გადავარდი აქედან, რადგანაც დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს შენს გამო, და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი.7. იესომ მიუგო: ესეც დაწერილია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.
მათეს სახარება თავი 4