მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 4:7

6. და უთხრა: თუ ძე ხარ ღვთისა, გადავარდი აქედან, რადგანაც დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს შენს გამო, და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი.7. იესომ მიუგო: ესეც დაწერილია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.8. კვლავ აიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება მათი.
მათეს სახარება თავი 4
7. იესომ მიუგო: ესეც დაწერილია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წერილ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი“ (4,7).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა გუასწაოს ჩუენ, ვითარმედ ბრძოლაჲ ეშმაკისაჲ და ძლევაჲ არა სასწაულთმოქმედებითა გჳღირს, არამედ სიმდაბლითა, სიმშჳდითა და სულგრძელებითა, და რაჲთა არარას ვიქმოდით მაჩუენებლობით და ზუაობით. ხოლო იხილე მზაკუვარებასა თანა და უკეთურებასა წარწყმედილისა მის და შეჩუენებულისა ფრიადიცა იგი უგუნურებაჲ მისი სიტყუათა მათგანცა, რომელნი შემოიხუნა წამებად თჳსა, რამეთუ ესმა რაჲ, ვითარ მოიღო უფალმან წამებად წერილთაგან სიტყუანი ჯეროანნი და შემსგავსებულნი, მოიღო მანცა წამებაჲ ცუდი და შეუმსგავსებელი წინამდებარისა მის პირისა. რამეთუ არა თუ წერილი იგი, ვითარმედ: „ანგელოზთა მისთა უბრძანებიეს შენთჳს“, ამას აწუევს: შთაგდებად თავისა სიღრმედ ანუ გარდაგდებად სიმაღლეთაგან, და არცა უფლისათჳს თქუმულ არს სიტყუაჲ ესე, ვითარ სხუანი იგი უფლისათჳს თქუმულნი სიტყუანი.

ხოლო უფალმან არავე ამხილა, არცა შეჰრისხნა ესევითარისა უგუნურისა და ამაოჲსა სიტყჳსათჳს და ფრიად წინააღმდგომისა, რამეთუ არა არს საქმე ესე ძისა ღმრთისაჲ, გარდაგდებაჲ თავისაჲ, არამედ ეშმაკისაჲ და მსახურთა მისთაჲ, ხოლო ღმრთისა საქმე არს...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი IV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
4:5-7 — ცდუნება ტაძრის სართულზე:

5. მაშინ წარიყვანა იგი ეშმაკმან მან წმიდასა ქალაქსა და დაადგინა იგი სართულსა მას ზედა ტაძრისასა. - ეს იყო ტაძრის ნანილი, რომელთაც ჩვენთან ნეფი (ნავი) ეწოდება და რომელნიც ფრთებს მოგვაგონებენ.

6. და ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს, და ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი. - უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, - ამით ეშმაკი ეუბნება: მე არ მჯერა ხმისა, რომელიც ზეციდან იყო. თუ ძე ღმრთისა ხარ, მაჩვენე. - მართლაც წყეულო! ღმრთის ძე თუ იყო, თავს გადაიგდებდა? სიცოფით შეპყრობილთა გადაგდება - ეს შენს სისასტიკეს ახასიათებს, ღმერთს კი - ხსნა. ქრისტესთვის კი არ დაწერილა "ხელთა ზედა აღგიპყრან შენ ", არამედ წმინდანებისთვის, რომელთაც ანგელოზთა შემწეობა მართლაც სჭირდებათ; ხოლო ქრისტე, რომელიც ღმერთია, ამას არ საჭიროებს.

7. ჰრქუა მას იესუ: კუალად წერილ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი. - მშვიდად იგერიებს მას ქრისტე და ჩვენც გვასნავლის, რომ დემონებზე სიმშვიდით გავიმარჯვოთ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის