მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 5:15

14. თქვენა ხართ ნათელი ქვეყნისა. ვერ დაიმალება ქალაქი, მთის მწვერვალზე გაშენებული.15. როდესაც ანთებენ სანთელს, საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, და უნათებს ყველა შინ მყოფს.16. დაე, ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს.
მათეს სახარება თავი 5
15. როდესაც ანთებენ სანთელს, საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, და უნათებს ყველა შინ მყოფს.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იხილა ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი. და მოუჴდეს მას მოწაფენი. და აღაღო პირი თჳსი, ასწავებდა მათ და ეტყოდა“ (5,1-2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი-იგი გარდამოჴდა ზეცით ცხორებისათჳს ჩუენისა, უფალი იესუ ქრისტე, დამბადებელი და მეუფე ყოველთაჲ, ყოველივე წესი და რჩული სათნოებისაჲ აღასრულა საქმით, რაჲთა ჩუენ მოგუცეს სახე და მოძღურებაჲ საღმრთოჲსა მოქალაქობისაჲ. იხილეთ უკუე აქაცა წესი ესე და სახე სიმდაბლისაჲ და ამბოხებათაგან სივლტოლაჲ, რამეთუ ოდეს-იგი სასწაულთა და კურნებათა აღსრულებაჲ ჯერ-იყო, მიმოვიდოდა ქალაქითი ქალაქად და სოფლითი სოფლად; ხოლო იხილა რაჲ შეკრებაჲ ფრიადისა ერისაჲ, დაუტევნა იგინი და აღვიდა მთად, რაჲთა გუასწავოს ჩუენ არარაჲსა ქმნად სახილველად და საქებელად კაცთა და სახე მოგუცეს შფოთთა და ამბოხებათაგან სივლტოლად და ვითარმედ კეთილ არს და ჯეროვან უდაბნოდ განსლვაჲ.

ხოლო აღვიდა რაჲ მთასა და დაჯდა, მოუჴდეს მას მოწაფენი, რამეთუ იხილეს გემოჲ სიტკბოებისა მისისაჲ და არღარა ენება განშორებაჲ მისგან. ამისთჳს მოუჴდეს სურვიელნი სმენად საწადელთა მათ სიტყუათა მისთა, რომლისათჳს იწყო სწავლად უფალმან, რამეთუ არა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი V
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
5:13-16 — მარილი და ნათელი სოფლისა:

13. თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი.- წინასწარმეტყველნი ერთ ხალხთან იგზავნებოდნენ, თქვენ კი მთელი ქვეყნის მარილი ხართ, რომელნიც უძლურებს სწავლებითა და მხილებით განამტკიცებთ, რათა მათ მარადიული მატლი არ შობონ. ამიტომაც ნუ უარყოფთ სიმწარეს მხილებისა, თუნდაც ამისთვის გაყვედრებდნენ და გდევნიდნენ თქვენ. ამიტომაც ამბობს: უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა-მე დაიმარილოს? არღარა შემძლებელნ არნ მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ. - უკეთუ მოძღვარი გაუგნურდება, ე. ი. არც ამხელს და არც განამტკიცებს, არამედ თვითონვე მოუძლურდება, რითი დაიმარილება ანუ გამოსწორდება? მაშინ მას მასწავლებლის პატივი უნდა წაერთვას და დაითრგუნოს, ანუ მოძულებულ იქნეს.

14. თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. - პირველად მარილი უწოდა, შემდეგ - ნათელი, რადგან ის, რაც დაფარულ საქმეებს ამხელს, ნათელია. ყოველივე, რაც ცხადდება, ნათელია. მოციქულებმა კი არა ერთი ხალხი, არამედ მთელი სამყარო გაანათეს. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა. - უფალი მოძღვრავს მათ, რომ იმოღვაწეონ და საკუთარ ცხოვრებას ყურადღებით მოეკიდონ, რადგან ყველას...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის