თ ა რ გ მ ა ნ ი: ორკერძო გულისჴმა-იყოფების ძალი ამის სიტყჳსაჲ: ერთად - პირველთქუმულისა მისებრ სიტყჳსა მაწუეველ არს ესეცა ადრე დაგებად ურთიერთას მოლალეთა, რამეთუ ზემოწერილსა მას ბრძანებასა შინა ყოველივე სულიერისა კერძისათჳს ყო განჩინებაჲ, ვითარმედ უკუე-თუ მაგინებელ იყო და შეურაცხისმყოფელ ძმისა, თანამდებ ხარ გეჰენიისა, არა თუ მოიქცე და შეინანო; და უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა და არა პირველად დაეგო ძმას შენსა, არა ჯერ-არს შეწირვაჲ. ვინაჲთგან ესე სიტყუანი უხილავთა და სულიერთა საქმეთათჳს იყვნეს, ამისთჳს იტყჳს ჴორციელისა და ხილულისათჳსცა უგულისჴმოთათჳს და ზრქელთა გონებითა; ესე იგი არს: „იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა“. ვი-თარმცა იტყოდა, ვითარმედ: გარქუ შენ, რაჲთა პირველ შეწირვისა ლოცვათა შენთასა დაეგო ძმასა. უკუეთუ ეგრეთცა უგულისჴმო ხარ და არა შევალს სულიერი იგი სიტყუაჲ გულად შენდა, ჴორციელისამებრ საქმისაგან ეკრძალე და ისწრაფე დაგებად წინამოსაჯულისა შენისა, რაჲთა არა საჴუმილი შფოთისა და ლალვისაჲ აღეტყინოს თქუენ შორის, და მისლვაჲ გიჴმდეს საბჭოდ მთავართა მიმართ და ჴელმწიფეთა, სირცხჳლად შენდა და დასაჴსნელად მცნებისა ჩემისა....
მათეს სახარება 5:25
24. დაუტევე შენი შესაწირავი საკურთხევლის წინ, წადი, ჯერ შემოირიგე შენი ძმა, და მხოლოდ შემდეგ მიდი და შესწირე შესაწირავი.25. დაუზავდი საჩქაროდ შენს მომჩივანს, სანამ ერთად ადგიხართ გზას, რათა მომჩივანმა არ მიგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა - მსახურს, და ჩავარდე საპყრობილეში.26. ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვერ გამოხვალ იქიდან, სანამ არ გაიღებ უკანასკნელ კოდრანტს.
მათეს სახარება თავი 5