თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა სრულებაჲ ესე სათნოებისაჲ? შემდგომად მიცემისა კუართისა მის და სამოსლისა უკუეთუ შიშუელსა მასცა გუამსა შენსა შრომასა და ჭირსა შთააგდებდეს მტერი იგი, ნუვე აყენებო, რამეთუ ჰნებავს უფალსა, რაჲთა არა საფასეთა ოდენ და საჴმართა, არამედ თავთაცა ჩუენთა მივსცემდეთ საჭირვებელად მტერთა და სამსახურებელად გლახაკთა: ერთი იგი სახედ ახოვნებისა და მეორე ესე სახედ კაცთმოყუარებისა. ამისთჳს თქუა: „რომელი წარგიქცევდეს შენ მძღუარად მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა“. ყოვლითურთ სრულებისა საზომსა გუასწავებს, რაჲთა ჴორცითა ამით კაცობრივითა უვნებლობაჲ წარვჰმართოთ. რამეთუ რომელნი ღირს იქმნენ ამას საზომსა მიწევნად, რომელ არცა გინებისათჳს და გუემისა, არცა მიხუეჭისათჳს ნაქონებისა ელმოდის, არცა მოუძლურდებოდინ სულითა, არამედ უმეტესისაღა შეძინებად ისწრაფდენ უფროჲს მოწევნულისა მის: ერთისა მას ყურიმლის-ცემასა ზედა სხჳსაცა ეძიებდენ, მიღებასა ზედა კუართისასა მისცემდენ სამოსელსაცა, წარქცევასა ერთისა მილიონისასა მივიდოდინ ორსაცა; რაჲმცა იყო უსანატრელეს ესევითარისა მის საზომისა? იგინი ანგელოზნი არიან ჴორცთავე შინა, იგინი არიან ღირს ზემოწერილთა მათ...
მათეს სახარება 5:41
40. და თუ ვინმეს სურს გიჩივლოს და წაგართვას შენი პერანგი, მიეცი მას მოსასხამიც.41. ანდა თუ ვინმე გაიძულებს ერთი მილის მანძილზე გამომყევიო, ორზე გაჰყევი მას.42. მთხოვნელს მიეცი და სესხების მსურველს ზურგს ნუ შეაქცევ.
მათეს სახარება თავი 5