მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 6:27

26. შეხედეთ ცის ფრინველთ: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებს ავსებენ, და მამა თქვენი ზეციერი არჩენს მათ. ნუთუ თქვენ არა სჯობიხართ ფრინველთ?27. ან რომელ თქვენგანს ხელეწიფება, ბევრიც ეცადოს, თუნდ ერთი ციდით მოიმატოს სიმაღლე?28. ან სამოსლისთვის რაღადა ზრუნავთ? შეხედეთ, როგორ იზრდებიან ველის შროშანნი: არც შრომობენ, არც ართავენ.
მათეს სახარება თავი 6
27. ან რომელ თქვენგანს ხელეწიფება, ბევრიც ეცადოს, თუნდ ერთი ციდით მოიმატოს სიმაღლე?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვინ თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ?“ (6,27).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა, ვითარ ხილულისა მისგან უხილავი იგი საცნაურ-ყო? რამეთუ ვითარცა ჰასაკსა შენსა რაოდენცა ჰზრუნვიდე, ვერცა თუ მცირედსა რასმე ჴელ-გეწიფების შეძინებადო, ეგრეთვე ზრუნვითა შენითა ვერცა საზრდელისა მორეწად ძალ-გიც, დაღათუ ეგრეთ ჰგონებ, თუ ზრუნვითა შენითა მოირეწ; რამეთუ ესე სახე გულისჴმა-გჳყოფს, უკუეთუ გუენებოს, ვითარმედ ყოველსა ღმრთისა განგებულებაჲ იქმს, და იგი გუზრდის ჩუენ და ყოველსავე აღასრულებს, დაღაცათუ ჩუენ ვერ ვსცნობთ.

ხოლო უკუეთუ მისმან განგებულებამან დაგჳტევნეს, არცა ზრუნვაჲ სარგებელ გუეყოს, არცა შრომაჲ, არცა საფასენი, არცა სხუა რაჲ, არამედ ყოველივე ცუდ და ამაო იქმნას.

მათეს სახარების განმარტება - თავი VI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
6:25-30 — ნუ ჰზრუნავთ: ფრინველები და შროშანები:

25. ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათჳს, რაჲ სჭამოთ და რაჲ ჰსუათ; ნუცა ჴორცთა თქუენთათჳს, რაჲ შეიმოსოთ. - ამისთვის, ანუ რისთვის? იმისათვის, რომ ქონება ადამიანებს ღმრთისაგან განაშორებს. მართალია, სული, რაკიღა იგი უსხეულოა, არ ჭამს, მაგრამ ეს უფალმა მიღებული ჩვეულებისამებრ თქვა, რადგანაც ჩანს, რომ უკეთუ ხორცი არ საზრდოობს, სული სხეულში ვერ დარჩება. უფალი შრომას კი არ გვიკრძალავს, არამედ საზრუნავისათვის მთლიანად თავის მიცემასა და ღმრთის დავიჭყებას გვიშლის. მიწის დამუშავებაც საჭიროა, მაგრამ სულზეც უნდა ვიზრუნოთ.

ანუ არა სული უფროჲს არს საზრდელისა და გუამი – სამოსლისა?- ანუ ის, ვინც სულისა და ხორცის შექმნით გაცილებით მეტი მოგვცა, საჭმელსა და სამოსელს ვეღარ მოგვცემს?

26. მიჰხედენით მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაჲ თქუენი ზეცათაჲ ზრდის მათ. არა-მე უფროჲს თქუენ უმჯობეს ხართა მფრინველთა? - უფალს შეეძლო მაგალითისათვის ელია და იოვანე მოეყვანა, მაგრამ მან ფრინველები შეგვახსენა, რათა შევერცხვინეთ იმით, რომ მათზე უფრო უგუნურნი ვართ. ღმერთი ასაზრდოებს მათ იმდენად,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის