მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 6:30

29. მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონი მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თვითეული მათგანი.30. ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეს შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, განა თქვენ უკეთ არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?31. ნუ ზრუნავთ და იტყვით: რა ვჭამოთ, რა ვსვათ, ანდა რით შევიმოსოთო?
მათეს სახარება თავი 6
30. ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეს შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, განა თქვენ უკეთ არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ თივაჲ იგი ველისაჲ, რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნას, ღმერთმან ესრეთ შემოსის, არა-მე უფროჲს თქუენა, მცირედმორწმუნენო?“ (6,30).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოვლისავე მოქმედი იგი თავადი არს, მხოლოდშობილი ძე და სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისსა არცა ერთი რაჲ იქმნა“. გარნა ამათ ადგილთა არასადა აჴსენა თავი თჳსი, არამედ მცირედ ოდენ ჴელმწიფებაჲ თჳსი გამოაჩინა, რაჟამს იტყოდა: გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ ესრეთ, და მე გეტყჳ ესრეთ, ხოლო სხუაჲ ყოველივე სიტყუაჲ თჳსი მამისათჳს ყო და ყოვლით კერძო საკჳრველ-ჰყოფს სიბრძნესა მისსა და განგებულებასა და მოღუაწებასა მისსა ყოველთა ზედა, დიდთა და მცირეთა; რამეთუ ცანი რაჲ აჴსენნა, საყდრად ღმრთისა სახელ-სდვა, და ოდეს იერუსალჱმისათჳს იტყოდა, ქალაქად მეუფისა დიდისა უწოდა, და ოდეს განგებულებასა მას სოფლისასა წარმოიტყოდა, მასვე მიაჩემა ყოველი: „მზე მისი აღმოვალსო ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცოდვილთა“; და სწავლასა მას შინა ლოცვისასა თქუა, ვითარმედ: „მისი არს სუფევაჲ და ძალი და დიდებაჲ“.

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
6:25-30 — ნუ ჰზრუნავთ: ფრინველები და შროშანები:

25. ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათჳს, რაჲ სჭამოთ და რაჲ ჰსუათ; ნუცა ჴორცთა თქუენთათჳს, რაჲ შეიმოსოთ. - ამისთვის, ანუ რისთვის? იმისათვის, რომ ქონება ადამიანებს ღმრთისაგან განაშორებს. მართალია, სული, რაკიღა იგი უსხეულოა, არ ჭამს, მაგრამ ეს უფალმა მიღებული ჩვეულებისამებრ თქვა, რადგანაც ჩანს, რომ უკეთუ ხორცი არ საზრდოობს, სული სხეულში ვერ დარჩება. უფალი შრომას კი არ გვიკრძალავს, არამედ საზრუნავისათვის მთლიანად თავის მიცემასა და ღმრთის დავიჭყებას გვიშლის. მიწის დამუშავებაც საჭიროა, მაგრამ სულზეც უნდა ვიზრუნოთ.

ანუ არა სული უფროჲს არს საზრდელისა და გუამი – სამოსლისა?- ანუ ის, ვინც სულისა და ხორცის შექმნით გაცილებით მეტი მოგვცა, საჭმელსა და სამოსელს ვეღარ მოგვცემს?

26. მიჰხედენით მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაჲ თქუენი ზეცათაჲ ზრდის მათ. არა-მე უფროჲს თქუენ უმჯობეს ხართა მფრინველთა? - უფალს შეეძლო მაგალითისათვის ელია და იოვანე მოეყვანა, მაგრამ მან ფრინველები შეგვახსენა, რათა შევერცხვინეთ იმით, რომ მათზე უფრო უგუნურნი ვართ. ღმერთი ასაზრდოებს მათ იმდენად,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის