თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთილად ცოფ უწოდა მას, რამეთუ რაჲმცა იყო უცოფეს მისა, რომელმან აღაშენოს სახლი ქჳშასა ზედა და შრომაჲ თავს-იდვას, ხოლო განსუენებაჲ ვერ პოოს, არამედ ესოდენი ზღვევაჲ შეემთხჳოს მას.
26. და ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე ააშენა თავისი სახლი.27. მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს და დასცეს; და დიდი იყო დაცემა მისი.28. და როცა დაასრულა იესომ სიტყვა, უკვირდა ხალხს მისი მოძღვრება.
მათეს სახარება თავი 7