თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა მარადის და ყოველსავე საქმესა შინა სიმდაბლისმოყუარებასა მისსა? რამეთუ სხუანი მახარებელნი იტყჳან, ვითარმედ: არა უტევებდა სიტყუად ეშმაკთა, ვითარმედ იგი არს ქრისტე; ხოლო ესე იტყჳს, ვითარმედ ერისა მისგან განეშორა. და ამას იქმოდა, რაჲთა ჩუენცა სიმდაბლე გუასწაოს, და რაჲთა არარას სახილველად კაცთა ვიქმოდით სათნო-ყოფად მათდა, და შურსა მასცა ჰურიათასა ნუგეშინის-სცეს. რამე-თუ ვითარცა ჴორციელთა სნეულებათა ჰკურნებდა, ეგრეთვე უმეტესად სულიერთა ვნებათა მიანიჭებდა კურნებასა საქმითა და სიტყჳთა თჳსითა არა მაშინდელთა ხოლო მათ კაცთა, არამედ ჩუენცა, რომელთა გუესმიან სწავლანი მისნი. ამისთჳსცა უბრძანა წიაღსლვაჲ, რაჲთა მიჰრიდოს ერსა მას, რომელნი-იგი გარემოადგეს მას. რამეთუ იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: „ყოველი ქალაქი შეკრებულ იყო წინაშე კართა“. რამეთუ ყოველნი წადიერ იყვნეს ხილვად მისა და სუროდა ხედვაჲ დიდებულებათა მისთაჲ. და ვინმცა არა სურვიელ იყო საკჳრველებათა მათ ხილვად, ვისმცა არა უყუარდა იგი, ვისმცა არა სწადოდა მიხედვად ოდენ პირსა მისსა და სმენად სიტყუათა მისთა? რამეთუ არა სასწაულნი ხოლო...
მათეს სახარება 8:18
17. რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: მან თავს იდო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნებანი.18. ხოლო როდესაც იხილა იესომ გარსშემოჯარული ხალხი, გაღმა გასვლა უბრძანა მათ.19. მაშინ მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი და უთხრა: მოძღვარო, თან გეახლები, სადაც უნდა წახვიდე.
მათეს სახარება თავი 8