თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ვთქუ, გამოცდისა მათისათჳს მიეშუებოდა აღ-ძრვად ღელვათა და სახე იყო მოწევნადთა მათ მათ ზედა განსაცდელთა, რამეთუ ამისაცა შემდგომად მრავალგზის შეუნდო უძნელესთა განსაცდელთა შთავრდომად და სულგრძელ ექმნა, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „გარდარეულად უფროჲს ძალისა დაგჳმძიმდა, ვიდრე წარწირვამდე ჩუენდა ცხორებისაცა. არამედ თჳთ თავით თჳსით განჩინებაჲ იგი სიკუდილისაჲ მოგუეღო, რაჲთა არა ვესვიდეთ თავთა თჳსთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინნის მკუდარნი, რომელმან ესევითარისა სიკუდილისაგან მიჴსნა ჩუენ“. და სხუანი მრავალნი ძნელოვანნი შეემთხჳნეს, ვიდრეღა ძჳრ-ძჳრითა სიკუდილითა მოსწყდეს. და მის ყოვლისა წინაჲთვე მომასწავებელი იყო ღელვაჲ იგი. ამისთჳსცა, ჰრქუეს რაჲ: „უფალო, მიჴსნენ ჩუენ“, პირველად მათ შეჰრისხნა და მერმე ზღუასა მას, რამეთუ შეშფოთებაჲ იგიცა მათი უმჯობესისა მათისათჳს იქმნა, რაჲთა აქუნდეს ამისა შემდგომადცა ჴსენებაჲ საკჳრველებისაჲ მის. და ამისთჳსცა მიიძინა, რაჲთა ადგილ-სცეს შიშსა მოსლვად მათ ზედა, რამეთუ უკუეთუმცა ეღჳძა, არამცა ესრეთ შეშინებულ იყვნეს,...
მათეს სახარება 8:25
24. და, აჰა, საშინლად აღელდა ზღვა, ისე რომ, ტალღებით იფარებოდა ნავი: მას კი ეძინა.25. მივიდნენ მისი მოწაფეები, გააღვიძეს და უთხრეს: უფალო, გვიხსენ, ვიღუპებით.26. მიუგო მათ: რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო? მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი.
მათეს სახარება თავი 8