თ ა რ გ მ ა ნ ი: ესეცა ბრალობად მისა შერაცხილ იყო, რომელ ცოდვილთა დაიახლებდა; გარნა არცა ამას დაჰფარვენ მოწაფენი ესე და მახარებელნი. ხოლო შეკრბეს მაშინ მათესა მეზუერენი, ვითარცა თჳსსა მოყუასსა თანა, რამეთუ იხარებდა რაჲ იგი და იქადოდა ქრისტესსა სახედ მისა შესლვასა, ყოველთავე მოუწოდა სიხარულსა მას, რამეთუ ქრისტე ყოვლით კერძო განჰკურნებდა წყლულებათა მათ სულიერთა არა ხოლო თუ სასწაულთა მიერ და სწავლათა, არამედ დაჯდომაჲცა მისი ტაბლად სწავლაჲ იყო სათნოებისაჲ და მოქცევაჲ შეცთომილთაჲ, რაჲთა გუასწაოს ჩუენ, ვითარმედ უკუეთუ გუენებოს, ყოველსავე ადგილსა და ყოველსავე საქმესა შინა შესაძლებელ არს სარგებელისა სულიერისა მოგებად. დაღაცათუ წინადაგებული იგი მაშინ ანგაჰრებისაგან იყო და მონახუეჭისა, არამედ არა უღირს-იჩინა ქრისტემან ჭამად, რამეთუ ხედვიდა ამის საქმისაგან ფრიადსა სარგებელსა; და მეპურისტედ იყვნეს მის თანა მეზუერენი. რამეთუ მკურნალმანცა უკუეთუ არა თავს-იდვას სულმყრალობაჲ წყლულისაჲ და არა შეახოს ჴელი წუთხსა და წალასა, ვითარ უძლოს განკურნებად წყლულებისა მის? ეგრეთვე სახიერმან მკურნალმან სულთა და ჴორცთამან თავს-იდვა შესლვად ცოდვილთა და მეზუერეთა...
მათეს სახარება 9:10
9. იქიდან წამოსულმა იესომ დაინახა საბაჟოში მჯდომარე კაცი, რომელსაც მათე ერქვა სახელად, და უთხრა მას გამომყევიო; ისიც ადგა და გაჰყვა.10. და როცა ინახად იჯდა სახლში, აჰა, მოვიდა მრავალი მებაჟე და ცოდვილი, და ინახად დასხდნენ იესოსა და მის მოწაფეებთან.11. ეს რომ დაინახეს, ფარისევლებმა მის მოწაფეებს უთხრეს: რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად?
მათეს სახარება თავი 9