თ ა რ გ მ ა ნ ი: იგინი აბრალობდეს მიახლებასა ცოდვილთასა, ხოლო მან გამოუცხადა, ვითარმედ: უფროჲსად გარემიქცევაჲ მათგან ესე არს საქმე უჯეროჲ და უღირსი კაცთმოყუარებისა მისისაჲ; და არა თუ ბრალისაგან ხოლო განშორებულ არს განკურნებაჲ იგი უძლურთაჲ, არამედ უფროჲს მრავლისა ქებისა და გალობისა ღირს არს. ვინაჲთგან უკუე სნეულად უწოდა ცოდვილთა მათ, რაჲთა არა მეინაჴენი იგი და შემოკრებულნი მეზუერენი შეწუხნენ, ამისთჳს თქუა: „წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“. აყუედრა სიტყჳთა ამით უგულის-ჴმოებაჲ მათი წერილთათჳს. ამისთჳს შერისხვისსახედ ჰრქუა, არა თუ იგი განრისხნა, - ნუ იყოფინ! - არამედ რაჲთა მათ შეიკდიმონ; რამეთუ აქუნდა ჟამი მაშინ თქუმად, ვითარმედ: არა გულისჴმა-ჰყავთა, ვითარ აღვჴოცენ ცოდვანი იგი განრღუეულისანი, ვითარ განვკურნე გუამი იგი დაჴსნილი? გარნა არარას ესევითარსა ეტყჳს, არამედ პირველად ბუნებითნი საქმენი სახედ მოართუნა და მერმე სიტყუაჲ წერილისაჲ წინაუყო. პირველად ჰრქუა, ვითარმედ: „არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა“, რაჲთა გულისჴმა-ყონ უგულისჴმოთა მათ, ვითარმედ იგი არს მკურნალი სულთა და ჴორცთაჲ; და მერმეღა...
მათეს სახარება 9:12
11. ეს რომ დაინახეს, ფარისევლებმა მის მოწაფეებს უთხრეს: რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად?12. ხოლო იესომ გაიგონა ეს და უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ.13. თქვენ კი წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს ეს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი; ვინაიდან მართალთა სახმობლად კი არ მოვსულვარ, არამედ ცოდვილთა სინანულად.
მათეს სახარება თავი 9